1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. დიზაინი
  5. |
  6. ხის მხატვრული დამუშავება და...

მიმართულებები

მიმართულების ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ სარიშვილი

1961 წელს დაარსდა ავეჯის პროექტირების კათედრა. კათედრამ გამოუშვა ავეჯის დიზაინის 300-მდე სპეციალისტი.

2007 წელს ავეჯის პროექტირების კათედრამ შეიცვალა დასახელება და გახდა ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება. მიმართულება მოიცავს ავეჯის პროექტირებას  სხვადასხვა დანიშნულების ინტერიერებისათვის, ასევე ხის მხატვრულ ნაკეთობათა შექმნას და ამისათვის საჭირო კონსტრუქციული და ტექნოლოგიური პროცესების შესწავლას: ხეზე კვეთა, ჩარხვა, მარკეტრი, ინტარსია, მოპირკეთების სახეები, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა.

პროექტირება ხორციელდება რასტრული და სამგანზომილებიანი გრაფიკით. მიმართულების მიზანია მაღალკვალიფიცირებული მხატვარ-დიზაინერების აღზრდა, დარგის განვითარების ისტორიული ეტაპების გაანალიზება, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო, შემოქმედებით და კვლევით სივრცეში სრულუფლებიანი მონაწილეობა.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია  

საბაკალავრო პროგრამა  მოიცავს ხის მხატვრულ ნაკეთობათა შექმნას და ამ ნაკეთობათა შექმნისთვის საჭირო კონსტრუქციული გადაწყვეტისა და საშემსრულებლო ტექნოლოგიური ოპერაციების შესწავლას. ხეზე კვეთის სხვადასხვა სახეობების მასალაში შესრულებას,  მოცულობითი პროფილიანი მხატვრული ელემენტების გამოჩარხვას, მოზაიკური ტექნოლოგიების მარკეტრის დამზადებას სხვადასხვა ტექსტურიანი მერქნის ანათალი შპონისაგან, სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ავეჯის მაკეტის შექმნას დეკორის ელემენტებით მოცემულ მასშტაბში. მერქნის ზედაპირის მოპირკეთების სახეობებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, უახლეს მერქნულ მასალებს და მათ გამოყენებას ავეჯის წარმოებაში, ფურნიტურისა და ტრანსფორმაციის მექანიზმების სახეობებს, წებოების ნაირსახეობებს და სხვა.

ავეჯის პროექტირება ხორციელდება  საცხოვრებელი ბინების სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების სათავსებისთვის ( მისაღები ოთახი, სამზარეულო, საძინებელი ოთახი, საბავშვო ოთახი და სხვა.), საკურსო პროექტების უკეთ წარმოჩინებისათვის კომპოზიციასთან ერთად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რასტრული, ვექტორული და სამგანზომილებიანი გრაფიკის შესწავლა (3dsmax, photoshop, coreldraW  ციფრულ პროგრამებში.) საცხოვრებელი ბინებისთვის განკუთვნილი ავეჯის პროექტირება მოიცავს ავეჯის ინტერიერში განლაგებას, გეგმარებას სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ოთახებისთვის, სადაც  გათვალისწინებულია ინტერიერისა და ავეჯის ფუნქციური თავისებურებები, ერგონომიული ნორმები და საერთაშორისო სტანდარტები. პროგრამა  ითვალისწინებს აგრეთვე სუვენირული წარმოების ყველა კომპონენტს, რაც ძალზედ აქტუალურია დღევანდელ დღეს ტურიზმის განვითარების სფეროში.

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ზოგად თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ავეჯის პროექტირებისა და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებით. დარგის თანამედროვე ტექნიკურ – ტექნოლოგიური მიღწევებისა და უახლესი და ტრადიციული საშემსრულებლო ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით  მოამზადოს სპეციალისტი, რის საფუძველზედაც ის შეძლებს ამ სფეროში წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას. პროგრამა ორიენტირებულია საავეჯო წარმოებისა და ხის მხატვრული დამუშავების   სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნებზე

სამაგისტრო პროგრამა მოიცავს ავჯის პროექტირებისა და ხის მაღალმხატვრულ ნაკეთობათა შექმნის ძირითადი პრინციპებისა და მიდგომების საფუძვლიან შესწავლას, დარგის  განვითარების ისტორიული ეტაპების გაანალიზებას და მომავლის ხედვას. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა საშემსრულებლო ტექნოლოგიების (ხეზე კვეთა, ჩარხვა, მოზაიკური ტექნოლოგიები) კიდევ უფრო სრულყოფას და ნოვატორული აზროვნებისა და ცდების  საფუძველზე, ახალი მეთოდების დანერგვას და პრაქტიკაში გამოყენებას.

პროექტირება ხორციელდება 3dsmax, photoshop, coreldraW ციფრულ პროგრამებში. პროექტირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დეტალების  უნიფიცირებას და ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს, ადამიანის ანტროპომეტრიული და ერგონომიული მონაცემების  საფუძველზე, მოქმედი ან მშენებარე ობიექტების  გეგმის მიხედვით ინტერიერის კომპლექსურ  გადაწყვეტას, სრულყოფილი კონსტრუქციული ნახაზის შექმნას. პროგრამის გავლის შედეგად მაგისტრატურის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ავეჯის პროექტირებისა და ხის მხატვრული დამუშავების სფეროში მომუშავე სპეციალისტისათვის საჭირო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული  უნარებით. პროგრამის მიზანია მოამზადოს ავეჯის პროექტირებისა და ხის მხატვრული დამუშავების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მკვლევარები.  

პედაგოგები:
თეიმურაზ სარიშვილი, ასოცირებული პროფესორი
ავთანდილ ინასარიძე, ასისიტენტ პროფესორი
ეკა სარიშვილი, ასოცირებული პროფესორი
გიორგი ბერიკაული, ასისტენტ პროფესორი