სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტთან არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ინსტიტუტი
დირექტორი – თსსა პროფესორი ნანა იაშვილი
ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ინსტიტუტის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ა) მედიახელოვნების ფაკულტეტის შემოქმედებითი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსაზღვრის ხელშეწყობა;
ბ) მედიახელოვნების ფაკულტეტის თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული კვლევების განხორციელება და სასწავლო პროცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) მედიახელოვნების ფაკულტეტის სამეცნიერო პოლიტიკის დაგეგმვაში მონაწილეობა;
დ) მედიახელოვნების ფაკულტეტის შემოქმედებითი და კვლევითი ცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;
ე) თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ციფრული მედიის და გეომეტრიული მოდელირების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ კვლევების წარმოებისთვის გამოცხადებული ყოველწლიური გრანტის გაცემის საკონკურსო პირობების განსაზღვრა, შერჩევის ეტაპების ორგანიზება, გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და მონიტორინგი;
ვ) საერთაშორისო, ადგილობრივ, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო, შემოქმედებით, კულტურულ და საინფორმაციო სფეროებში; კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებსა და ბიზნეს-სექტორთან;
ზ) თსს აკადემიის მეცნიერ-მკვლევართა საერთაშორისო საგანმანათლებლო და აკადემიური განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელება და მობილობის სტიმულირება (სტაჟირება, სწავლება, გაცვლითი პროგრამები, გრანტები, სტიპენდიები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვ.);
თ) საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და გამოფენების ორგანიზების ხელშეწყობა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
ი) სასწავლო პროცესში ჩართულობა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა სამეცნიერო ხელმძღვანელობის ხელშეწყობა.
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის კონსერვაციის ცენტრი
დირექტორი – თსსა პროფესორი ნანა კუპრაშვილი
ცენტრის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ა)ხელოვნების ნიმუშთა დიაგნოსტიკური კვლევა ინტერდისციპლინარული მეთოდებით.
ბ)საკონსერვაციო მასალების კვლევა-ტესტირება.
გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროების განათლების საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და კვლევის საფუძველზე საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა.
დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროების მეთოდოლოგიების კვლევა და უახლესი საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა.
ე) კვლევითი და სასწავლო პროცესისათვის საჭირო თეორიული და ტექნიკური რესურსების უზრუნველყოფა.
ვ) კვლევითი და სასწავლო პროცესისათვის საჭირო პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება.
ზ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროებში პროექტების განხორციელება.
თ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროების პოპულარიზაცია გამოფენების, სიმპოზიუმების,კონფერენციების, სამეცნიერო კონგრესების ორგანიზებით; პოლიგრაფიული და ელექტრონული ფორმატის გამოცემებით.
ი) დარგობრივი ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა.
კ) საერთაშორისო, ადგილობრივ, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო, კულტურულ და საინფორმაციო სფეროებში;
ლ) კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებსა და ბიზნეს-სექტორთან;
მ) აკადემიის მეცნიერ-მკვლევართა საერთაშორისო საგანმანათლებლო და აკადემიური განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელება და მობილობის სტიმულირება (სტაჟირება,სწავლება, გაცვლითი პროგრამები, გრანტები, სტიპენდიები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვ.)
ლურჯი სუფრის ექსპერიმენტალური სტუდია- ლაბორატორია
2010 წელს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე დიზაინის ფაკულტეტის პროფესორების თინათინ კლდიაშვილისა და ქეთევან ქავთარაძის თაოსნობით დაარსდა ლურჯი სუფრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც აღდგენილ იქნა XX საუკუნეში დაკარგული სახიანი ქსოვილის ბეჭდვის ქართული ტრადიცია. ამგვარი ქსოვილების უძველესი ნიმუშები თარიღდება XVI საუკუნით და დაცულია საქართველსო ეროვნული მუზეუმის ფონდში.
კვლევით ლაბორატორიაში ლურჯი სუფრები, ხელსახოცები და თავსაბურავები იბეჭდება როგორც ტრადიციული ცივი კუბური ღებვის მეთოდით, ისე თანამედროვე – ფოტოფილბეჭდვით. ლურჯი სუფრები ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილისგან მზადდება. მასზე ტრადიციული ორნამენტული მოტივები, საერთო კომპოზიციური სქემები დაიტანება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ძველი ნიმუშების მიხედვით შექმნილი ყალიბებით. გვხვდება როგორც კვადრატული, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის სტანდარტული, ასევე ე.წ. “ტაბლა” სუფრები (220X140სმ-დან 110X80სმ.) და მცირე ზომის ხელსახოცები (50X50სმ).
როგორც ცნობილია, ლურჯი სუფრა განსაკუთრებულ შემთხვევებში (საქორწინო, ნადირობის სარიტუალო ნადიმი, საეკლესიო დღესასწაულები და ა.შ.) იშლებოდა და მას საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენა იყენებდა. უძველესი დროიდან სუფრებზე გამოისახებოდა ორნამენტები (მცენარეული, ცხოველური მოტივები, სუფრის ატრიბუტები-დანა-ჩანგალი, აღმოსავლური მანები, ვარდულები და ა.შ.), სიმბოლოები, რომლებიც ეთნოგრაფიულ კულტურაში გავრცელებული ღრმა რიტუალური მნიშვნელობითაც იყო დატვირთული – აქედან გამომდინარე საფიქრებელია, რომ ამ ქსოვილებს გარდა ესთეტიკურისა რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდათ და განსაკუთრებული ადგილი ეკავათ საუკუნეების განმავლობაში ქართველთა ცხოვრების წესში.
სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფალულტეტის ბაზაზე შექმნილი კვლევითი ლაბორატორია ემსახურება ქართული ეთნოგრაფიული კულტურის ერთ-ერთი ტრადიციული დარგის (მხატვრული ქსოვილის) აღდგენას და განვითარებას, სტუდენტების ჩართვას სამუშაო პროცესში, რაც შესაძლებელს ხდის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.