კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მხატვრული მინის
დამზადების ტექნოლოგია აინტერესებს. კურსის განმავლობაში მსმენელები
შეისწავლიან მინის მოცულობითი (სამკაული, ზარდახშა) და სიბრტყობრივი
ნამუშევრების (სურათი, ჩარჩო) დამზადებას.
კურსის მოცულობა – 36 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:
ხუთშაბათი – 18:00 – 20:30 სთ;
შაბათი – 16:00 – 18:30 სთ;
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვაკის რაიონის კორპუსში;
მისამართი: ვ. გაბაშვილის ქ. N10
კურსს გაუძღვებიან:
სამხატვრო აკადემიის, დიზაინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი – ნინო
სიხუაშვილი;
მოწვეული პედაგოგი – ნათია პაპიაშვილი;
კურსის ხელმძღვანელი: სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი – თამარ
გრიგოლია.
კურსის ღირებულება – 580 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით თანდართულ ბმულს:
https://art.edu.ge/form/view.php?id=21889
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელექტრონული ფოსტა – Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 – თინათინ ბატიაშვილი