1. |
  2. სწავლა
  3. |
  4. სასწავლო პროგრამები
Porcelain

უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ფაიფურის კურსს

ფაიფური (ინტერნსიური კურსი)

კურსის მიზანია ნებისმიერ მსურველს შეასწავლოს თაბაშირის ყალიბებთან მუშაობა, მინიატურული სკულპტურის ამოწნეხვა, ფაიფურთან მუშაობა: დამუშავება – მოჭიქვა, მოხატვა.

ნამუშევრები გამოიწვება ელექტრო ღუმელში 1250°C-ზე.  შესაძლოა მოხდეს ფაიფურის ნამუშევრის რაკუს ტექნიკით გამოწვა. აღნიშნული ტექნოლოგია საქართველოში ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

კურსის მოცულობა:  40 აკადემიური საათი;

კურსის ხანგრძლივობა: 1,5  თვე;

მეცადინეობა ჩატარდება: კვირაში 3-ჯერ;

შაბათი – 12:00 სთ;

კვირა -12:00 სთ;

ხანგრძლივობა -4 აკადემიური საათი

მეცადინეობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე:

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ვ. გაბაშვილის ქ. N10 (ვაკის რაიონი);

კურსს გაუძღვებ:
სამხატვრო აკადემიის, დიზაინის ფაკულტეტის, მხატვრული კერამიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი – გიორგი პაჭკორია.

კურსის ღირებულება:  650 ლარი;

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით თანდართულ ბმულს:

https://art.edu.ge/form/view.php?id=21889

საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge

ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

 

კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტიხრული მინანქრის შესრულების ტექნოლოგიები, ჩამოუყალიბოს მასალაზე მუშაობის მხატვრული და პრაქტიკული უნარები: ესკიზის შერჩევა-შექმნა, ესკიზის მიხედვით ფორმისა და ტიხრების დამუშავება, დამზადება, ნამუშევრის მინანქრით შევსება და საბოლოო სახის მიცემა.
კურსის მანძილზე შესრულდება ორი ვერცხლის სამკაული და სპილენძზე მინანქრის ფერწერული პანო.
კურსის მოცულობა: 45 აკადემიური საათი;
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ ;
პარასკევი- 17:00 სთ;
შაბათი – 15:00 სთ;
მეცადინების ხანგრძლივობა: 3 აკადემიური საათი

მეცადინეობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ფ.ლაპიაშვილის ჩიხი N1

კურსს გაუძღვება: ინგა გელაშვილი- მხატვარი, მოწვეული პედაგოგი;
კურსის ხელმძღვანელი: ანდრო გიორგაძე- თსს აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკის ასოცირებული პროფესორი;
ნათია ნიკოლაიშვილი- მხატვარი, ასისტენტ პროფესორი;

კურსის ღირებულება – 850 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

რეგისტრაცია

ქანდაკება
ქანდაკების შემსწავლელი ინტენსიური კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მონაწილისთვის ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქანდაკების საბაზისო ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესები; საყალიბე პლასტიკა; საძერწი მასალების (პლასტილინი, თიხა, თაბაშირი და სხვა.) გამოყენებით შექმნას მარტივი და რთული, დეკორატიული და აბსტრაქტული ფორმები; პრაქტიკულად შეასრულოს რელიეფი, ბარელიეფი, გორელიეფი, ასევე ერთჯერადი და მრავალჯერადი ყალიბით შექმნას სასურველი ფორმების რეპროდუქცირება/ტირაჟირება.
აღნიშნული კურსის მონაწილე შეიძლება გახდეს ყველა სრულწლოვანი დაინტერესებული პირი/პირთა ჯგუფები, ვისაც სურს ქანდაკების პროფესიის გაცნობა და შესწავლა.

კურსის მოცულობა: 96 აკადემიური საათი;
კურსის ხანგრძლივობა : 3 თვე
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
შაბათი- 11:00 სთ;
კვირა – 12:00 სთ;
მეცადინების ხანგრძლივობა: 4 აკადემიური საათი;

მეცადინეობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ალ.გრიბოედოვის ქ.22

კურსს გაუძღვება: დავით მაისურაძე, მხატვარი, მოქანდაკე;

კურსის ღირებულება – 1300 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

რეგისტრაცია

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს – ქსოვილის
მხატვრული ბეჭდვა

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსმენელისთვის ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქსოვილზე მხატვრული ბეჭდვის ტექნოლოგია, სასურველი ესკიზის
ფოტოშოპის ტექნიკით მომზადება/დამუშავება.
მსმენელი შესაძლოა ფლობდეს ხატვის და გრაფიკული პროგრამის Photoshop-ის ძირითად უნარებს. კურსი ასევე განკუთვნილია მათთვის ვისაც არ გააჩნია ამ
მიმართულებით გამოცდილება. კურსის განმავლობაში მსმენელები შექმნიან ქსოვილის მხატვრულ და გამოყენებით ნიმუშებს.
შექმილი ნიმუშები რჩებათ კურსის მონაწილეებს.

კურსის მოცულობა: 25 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:
ოთხშაბათი -18:30 – 20:15
შაბათი – 12:00 -13:45

მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22 – სამხატვრო აკადემია.

კურსს გაუძღვებიან – კურსის ხელმძღვანელი – თინათინ კლდიაშვილი – მხატვარი, ექსპერიმენტული ლურჯი სუფრების ლაბორატორიის დამაარსებელი;
ვახტანგ კაიშაური – ლურჯი სუფრების ექსპერიმენტული ლაბორატორიის ტექნოლოგი;

კურსის ღირებულება – 500 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი;
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge

595147727 თინათინ ბატიაშვილი
თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center

ეროვნული გამოცდების წესში შევიდა ცვლილება. სასკოლო საგნების ჩამონათვალს,
რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის
ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, დაემატა
“სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.

კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში
ჩარიცხვის მიზნით აპირებენ ჩააბარონ საგანი- “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.
კურსის მოცულობა  – 190 აკადემიური  საათი;
მეცადინეობა  ჩატარდება:  კვირაში ორჯერ,  3-3 აკადემიური საათი.
კურსი ჩატარდება თბილისის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,  შემდეგ მისამართზე:
გრიბოედოვის ქუჩა N22. (მთაწმინდის რაიონი);
კურსს გაუძღვება:  თსს აკადემიის რესტავრაცია -კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა
და თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ხელოვნებათმცოდნე-ვერიკო შანიძე
კურსის ღირებულება – 800 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

რეგისტრაცია

სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი.
10 ივლისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
მონაწილეებს: ოლღა მაჩაბელი, ქეთევან კავილაძე, ლილი ბეგიაშვილი, ნინო ხარაძე, ირმა კოხრეიძე, ლელა კაციაშვილი, ნათია მერაბიშვილი, გადაეცათ სერთიფიკატები.
კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი;
კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრი, წარმოგიდგენთ მხატვრული მინის შემსწავლელი კურსის მონაწილეების ნამუშევრების გამოფენას.

მონაწილეები:
ოლღა მაჩაბელი
ქეთევან კავილაძე
ლილი ბეგიაშვილი
ნინო ხარაძე
ირმა კოხრეიძე
ლელა კაციაშვილი
ნათია მერაბიშვილი

კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი
კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია

გამოფენის გახსნა: 10 ივლისი 16:00-18:00 სთ.
მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქ. N22

თსს აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს თსს აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადების კურსი უცხოურ ენაში ( ინგლისური). პედაგოგი – ეკატერინე ქვათაძე

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა ლევკასის ტექნიკის შემსწავლელი კურსი.
17 ივნისს, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, მოეწყო კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა, ასევე მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. კურსს უძღვებოდა მხატვარი ნოდარ ბადურაშვილი.

5 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული კერამიკის (რაკუს ექპერიმენტული გამოწვის ტექნიკები) შემსწავლელი კურსი.
სამხატვრო აკადემიის ეზოში, მოეწყო კურსის მონაწილეების ნამუშევრების ჩვენება და რაკუს გამოწვა. კურსს უძღვებოდა მხატვარი, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი – გიორგი პაჭკორია.