1. |
  2. ღონისძიებები

პრეზენტაცია “პოსტინდუსტრიულიდან სოციალურ დიზაინერობამდე”

13 მაისი, 2025 წელი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა “IED Istituto Europeo di Design” პროფესორის, სოციალური დიზაინერის – Zeno Franchini პრეზენტაცია თემაზე: “პოსტინდუსტრიულიდან სოციალურ დიზაინერობამდე”.
ფრანკინი გახლავთ POLIMI-სა და Design Academy Eindhoven კურსდამთავრებული. ამჟამად “Marginal Studio”-ს თანადამფუძნებელია. მისი ძირითადი შემოქმედებითი მიმართულებაა ობიექტების შექმნა, ტრადიციების გაცოცხლება და თანამედროვე სოციალური გარემოს პრობლემების მოწესრიგება. 2023 წლის ვენეციის ბიენალეზე, ის ოქროს ლომის მფლობელი გახდა. ასევე, გახლავთ “AFTER Festival diffuso di architettura”-ს თანაკურატორი და “LOTs – Libero osservatorio territoriale sud”-ის დამფუძნებელი

7 მაისი, 2025 წელი
კონკურსი “საერთაშორისო დიზაინ კვირეული” ბათუმი-თბილისი!
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის შვიდივე მიმართულების სტუდენტებმა. წარმოგიდგენთ გამარჯვებულ კონკურსანტებს, რომლებიც მიმდინარე წლის 8-13 ივნისს, ჩაერთვებიან სამხატვრო აკადემიისა და ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის – FH Salzburg University of Applied Sciences KUCHL-ის საერთაშორისო/ინტერდისციპლინარულ დიზაინ კვირეულში:
სამრეწველო დიზაინი / Industrial Design:
ნიკა ალანია
ნანა აბულაძე
გაგი გაგოშიძე
გიორგი გავაშელი
მარიამ ცაგარეიშვილი
ავეჯის პროექტირება და ხის მხატვრული დამუშავება:
ნუცა ივანიშვილი
ანა ნიკოლეიშვილი
ანა ქერდიკაშვილი
ნინო შარია
მხატვრული კერამიკა:
ელენე კაკაბაძე
ქეთევან პასიკაშვილი
მხატვრული მინა / მხატვრული მინის დიზაინი:
მიხეილ აზნარაშვილი
მარიტა ხარაძე
ტექსტილის დიზაინი:
ანა კუნელაშვილი
მოდის დიზაინი:
თათია ჭიღლაძე
მარიამ ჩალაღაშვილი
საიუველირო და ლითონის დამუშავების ხელოვნება:
ბარბარე ზურაბიშვილი
ანა ხოზიაშვილი
მიმდინარეობს რეგისტრაცია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center ქანდაკების კურსზე!
7 მაისს, სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქანდაკების კურსის შესახებ.
დაინტერესებულმა პირებმა, დეტალები კურსზე რეგისტრაციისა და ვადების შესახებ, იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე, თანდართულ ბმულზე
495519428_1119456926886758_3063876329662995687_n

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი წარმოგიდგენთ საინფორმაციო შეხვედრას – ქანდაკების კურსის შესახებ!

კურსით დაინტერესებულ მსმენელებს, პედაგოგი დავით მაისურაძე გააცნობს კურსის შინაარსსა და მიზნებს. შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

გელოდებით ოთხშაბათს, 7 მაისს 17:00 საათზე;
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22 – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზი (II სართული).

13 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია უმასპინძლებს “IED Istituto Europeo di Design” პროფესორს ტურინიდან, სოციალურ დიზაინერს, Zeno Franchini პრეზენტაციას თემებზე – პოსტინდუსტრიულიდან სოციალურ დიზაინერობამდე.

ფრანკინი გახლავთ POLIMI-სა და Design Academy Eindhoven კურსდამთავრებული. ამჟამად “Marginal Studio”-ს თანადამფუძნებელია. მისი ძირითადი შემოქმედებითი მიმართულებაა ობიექტების შექმნა, ტრადიციების გაცოცხლება და თანამედროვე სოციალური გარემოს პრობლემების მოწესრიგება. ამჟამად თანამშრომლობს პალერმოს სოციალურ ჯგუფებთან – გარემოსდაცვითი ბრძოლისა და ახალბედების ჩართვის საკითხებზე, ქმნის სახელოსნოებს დიზაინის წარმოებისთვის, მიტოვებულ სივრცეებში. Marginal Studio წარმოდგენილია: Triennale Design Museum Milano, La Biennale di Venezia Manifesta Palermo, Design Basel, ADI Design Museum და მრავალ სხვა პლატფორმაზე.

2023 წლის ვენეციის ბიენალეზე, ის ოქროს ლომის მფლობელი გახდა. ასევე, გახლავთ “AFTER Festival diffuso di architettura”-ს თანაკურატორი და “LOTs – Libero osservatorio territoriale sud”-ის დამფუძნებელი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია რეგენერაციასა და სოციალურ ინოვაციებზე და სიცილიაში ისტორიების თხრობაზე. პალერმოში ფრანკინი თანამშრომლობს სამუშაო სივრცესთან “Scalo 5b”, რომელიც მასპინძლობს სოციალური ინკლუზიის პროექტებს.

შეხვედრის თარიღი და დრო: 13 მაისი, 15:00 საათი
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N 22, სამხატვრო აკადემია, აუდიტორია N906

ERASMUS
2 მაისი, 2025 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მონიკა ლაიშლ-კისლის საჯარო ლექცია. ლექცია შეეხო გენდერული კვლევების ფარგლებში დიალოგს ისტორიასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის.
30აპრილი – 1 მაისი, 2025 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, თანამშრომლობის მობილობის ფარგლებში, ესტუმრა ვროცლავის ხელოვნების აკადემიის ასისტენტ პროფესორი – მაჩეი იაროშჩუქი. სტუმარი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს და სხვა წარმომადგენლებს, ასევე მან სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით პრეზენტაცია-ვორქშოფი გამართა.

29 აპრილი, 2025 წელი
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორის – იზოლდა მელიქიშვილის ლექცია – “ძველი საეკლესიო ნაქარგობა”.

ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე და ფილოსოფოსი მონიკა ლაიშლ-კისლი, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ერასმუს მობილობის ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში იმყოფება. ის ჩაატარებს თემატურ ლექციებსა და სემინარებს – გენდერული კვლევების, სემიოტიკის და ესთეტიკის საკითხების შესახებ.
პროფესორი ლაიშლ-კისლი 28, 29, და 30 აპრილს 17:00 საათზე ჩაატარებს ლექციებს, ხოლო 2 მაისს გამართავს საჯარო ლექციას – სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის.

24 აპრილი, 2025
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, ეკატერინე გეგუჩაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრებში გამოყენებულია სხვადასხვა მასალა და ტექნიკა – თექა, აბრეშუმი, აბრეშმის ქაღალდი და სხვა