ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – თსსა ხელოვნების ისტორიის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი, ავსტრიის, ლინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში Catholic Private University Linz!
გთხოვთ რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
. რეკომენდაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2 ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
აპლიკაციის ბოლო ვადა: 12 აპრილი, 2024
საკონტაქტო პირი: ნინო რიგვავა, ninorigvava99@gmail.com, nino_rigvava@art.edu.ge, 598-32-34-74
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლ
ოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება
მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც
სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას
გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.