1. |
  2. სიახლეები-საერთაშორისო
  3. |
  4. Page 2

საერთაშორისო სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

7 ნოემბერი, ERASMUS
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საერთაშორისო სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან, ERASMUS+ და გაცვლითი პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე, სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია სემესტრული და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების და საერთაშორისო პროექტების შესახებ. პირველკურსელები შეხვდნენ ფაკულტეტების კოორდინატორებს, გაიმართა მსჯელობა ERASMUS+ გზამკვლევის, სტუდენტების შერჩევის რეგულაციების, პარტნიორი უნივერსიტეტების მოთხოვნის, უცხოეთში სწავლის და ცხოვრების დეტალების შესახებ და სხვა.
შეხვედრას დაესწრო თსსა საკარიერო სერისის წარმომადგენელიც, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია ვაკანსიების, სტაჟირების, საუნივერსიტეტო, სახელმწიფო თუ საერთაშორისო სტიპენდიების, მასტერკლასების, კონფერენციებისა და სემინარების შესახებ.

ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, 15:00 საათზე, პირველკურსელებს გელოდებით საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას ერასმუს+ და გაცვლითი პროგრამების შესახებ!
სამხატვრო აკადემია – აუდიტორია N906

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – !
პროგრამის ხელმძღვანელები:
ნანა იაშვილი – პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის დამფუძნებელი.
კარლ სტოკერი – დოქტორი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურისა და დიზაინის კონსულტანტი, სპიკერი და ქსელის დამფუძნებელი.

Karl Stocker – PhD, Professor at the University of Graz, Culture and Design Consultant, Speaker, and Networker.
თანდართულ ვიდეო-რგოლში, პროფესორი კარლ სტოკერი, თავად მოგითხრობთ პროგრამაზე და მის ფარგლებში მიმდინარე პროცესებზე

ცხადდება სტუდენტთა ერთკვირიანი, ჯგუფური ერასმუს მობილობის (ინტენსიური სასწავლო კურსი და ვორქშოფი) შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის და კინოს მიმართულების სტუდენტებისთვის (2 – 2 საკონკურსო ადგილი), 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში – სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD).
ჯგუფის ხელმძღვანელები: პროფესორი სალომე სხირტლაძე, კინოს მხატვრობის მიმართულების ხელმძღვანელი და პროფესორი დავით ალექსიძე.
ერთობლივი სასწავლო კურსი და ვორქშოფი განხორციელდება სლოვაკი სტუდენტების ჩართულობით.
▫️გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
· განცხადება კანცელარიაში (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
ბოლო ვადა: 18 ნოემბერი, 2024
▫️საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი, ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
593 799 960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. სტუდენტებს გთხოვთ თსსა საიიტზე გაეცნოთ ინფორმაციას ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ

4-18 ოქტომბერი, 2024 წელი;
მასპინძელი უნივერსიტეტი: კასტამონუ (Kastamonu Üniversitesi);
საერთაშორისო თანამშრომლობის კვირეულს, რომლის მასპინძელი ქვეყანა თურქეთი იყო, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან დაესწრო, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მთავარი სპეციალისტი და სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტის ერასმუს+ კოორდინატორი – ნატა ნიკოლეიშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო, Erasmus+ KA171 პროგრამასთან ე.წ. მესამე ქვეყნების ჩართულობის გაძლიერება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და გამოცდილების გაზიარება. კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტს 17 სხვადასხვა ქვეყნის 26 მონაწილე ეწვია. ესენია: საქართველო, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ფილიპინები, მალაიზია, ალჟირი, იორდანია, უკრაინა, ჩინეთი, ინდონეზია, უზბეკეთი და განა.

ესპანეთის, ოვიედოს ხელოვნების უმაღლესი სკოლა – Escuela de Arte de Oviedo, იწვევს თსსა გრაფიკის მიმართულების სტუდენტებს, ერასმუს-ზერო მობილობისთვის, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში (სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა ყველა სხვა ხარჯს ფარავს თავად).
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი – მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
ბოლო ვადა: 4/11/2024
საკონტაქტო პირი: Maria Elena Palmegiani
erasmus@escueladearte.com
მაია ყიფიანი
maya.kipiani@art.edu.ge
სტუდენტებს გთხოვთ, გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს თსსა ვებ-გვერზე art.edu.ge
სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას/მიღებას ახდენს პარტნიორი უნივერსიტეტი.
გისურვებთ წარმატებას!

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის მიმართულების
სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის – ესპანეთის, კასტელოს ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, მოდის დიზაინის ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები
ინგლისურ ენაზე:
პორტფოლიო
CV
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
მოტივაციის წერილი
ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურის მე-3 კურსიდან მაღლა და მაგისტრატურის სტუდენტებს

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 28/10/2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი

· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის – კერამიკის მიმართულების სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტში (Kastamonu University, https://www.kastamonu.edu.tr/).
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს, წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· პორტფოლიო,
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 1 ნოემბერი, 2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
. სტუდენტებს გთხოვთ თსსა ვებ-გვერდზე, გაეცნოთ ინფორმაციას ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’.
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.
Erasmus + სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის!
NEO საქართველოში იწვევს სტუდენტების, მომავალ სტუდენტებს და ახალგაზრდებს ღონისძიებაზე Erasmus +-ის შესაძლებლობების შესახებ, ინფორმაციის გასაცნობად.
ღონისძიების მიზანია დამსწრეებს გააცნოს Erasmus +-ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოში სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის არის ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე განვიხილავთ:
საერთაშორისო კრედიტების მობილობას (ICM)
Erasmus + მუნდუსს
ახალგაზრდების მობილობას და გაცვლას
ტრენინგებს
ვირტუალურ მობილობას
თარიღი: 16 ოქტომბერი
დრო: 11:00 AM – 02:30 PM (საქართველოს დროით)
ენა: ქართული
სამიზნე აუდიტორია: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, მომავალი სტუდენტები, ახალგაზრდები.
ლოკაცია: ინფორმაციას მოგაწვდით რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი

საგანმანათლებლო პროექტი – ‘Lands On the Move’
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მე-3 კურსის სტუდენტებისთვის (არქიტექტურა, ურბანიზმი, ლანდშაფტი, სახვითი ხელოვნება) და დამწყები/ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის ცხადდება კონკურსი.
ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2024
პროექტის განხორციელების თარიღები: 8-16 ნოემბერი, 2024
დეტალებისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფოტოები