381567788_707153614783760_7609084589939807376_n

მოსამზადებელი კურსი აბიტურიენტებისთვის “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება”

ეროვნული გამოცდების წესში შევიდა ცვლილება. სასკოლო საგნების ჩამონათვალს,
რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის
ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, დაემატა
“სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.

კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში
ჩარიცხვის მიზნით აპირებენ ჩააბარონ საგანი- “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.
კურსის მოცულობა  – 190 აკადემიური  საათი;
მეცადინეობა  ჩატარდება:  კვირაში ორჯერ,  3-3 აკადემიური საათი.
კურსი ჩატარდება თბილისის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,  შემდეგ მისამართზე:
გრიბოედოვის ქუჩა N22. (მთაწმინდის რაიონი);
კურსს გაუძღვება:  თსს აკადემიის რესტავრაცია -კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა
და თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტი, ხელოვნებათმცოდნე-ვერიკო შანიძე
კურსის ღირებულება – 800 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

რეგისტრაცია

სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი.
10 ივლისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
მონაწილეებს: ოლღა მაჩაბელი, ქეთევან კავილაძე, ლილი ბეგიაშვილი, ნინო ხარაძე, ირმა კოხრეიძე, ლელა კაციაშვილი, ნათია მერაბიშვილი, გადაეცათ სერთიფიკატები.
კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი;
კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრი, წარმოგიდგენთ მხატვრული მინის შემსწავლელი კურსის მონაწილეების ნამუშევრების გამოფენას.

მონაწილეები:
ოლღა მაჩაბელი
ქეთევან კავილაძე
ლილი ბეგიაშვილი
ნინო ხარაძე
ირმა კოხრეიძე
ლელა კაციაშვილი
ნათია მერაბიშვილი

კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი
კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია

გამოფენის გახსნა: 10 ივლისი 16:00-18:00 სთ.
მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქ. N22

თსს აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს თსს აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადების კურსი უცხოურ ენაში ( ინგლისური). პედაგოგი – ეკატერინე ქვათაძე

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა ლევკასის ტექნიკის შემსწავლელი კურსი.
17 ივნისს, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, მოეწყო კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა, ასევე მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. კურსს უძღვებოდა მხატვარი ნოდარ ბადურაშვილი.

5 ივნისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული კერამიკის (რაკუს ექპერიმენტული გამოწვის ტექნიკები) შემსწავლელი კურსი.
სამხატვრო აკადემიის ეზოში, მოეწყო კურსის მონაწილეების ნამუშევრების ჩვენება და რაკუს გამოწვა. კურსს უძღვებოდა მხატვარი, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი – გიორგი პაჭკორია.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს, ქალის ზედა ტანსაცმლის კონსტრუირება.

კურსის მიზანია, ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს, მოკლე დროში, შეასწავლოს ქალის ზედა ტანსაცმლის კონსტრუირება და სამკერვალო ტექნოლოგიების გამოყენებით, მანეკენზე ან საკუთარ სხეულზე მორგებით, მიაღებინოს მზა პროდუქტი. (ასორტიმენტის თავისუფალი არჩევანი – კაბა, კორსეტი, ჟილეტი, თხელი ლაბადა).
კურსის მოცულობა: 24 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:
პარასკევი – 18:00-20:30 სთ;
შაბათი – 11:00-13:30 სთ;
მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ.N47 – სამხატვრო აკადემია;
კურსს გაუძღვება ლეილა ენუქიძე – თსსა მოდის დიზაინის მიმართულების მოწვეული პედაგოგი, კომპანია ,,LIYA’’ მთავარი კონსტრუქტორი;
კურსის ღირებულება – 450 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი;

გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
595147727 თინათინ ბატიაშვილი
თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს, ქსოვის ტექნოლოგიები.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსმენელისთვის, ვისაც სურს, მოკლე დროში, საქსოვი ინსტრუმენტების (ყაისნაღი, ჩხირი) გამოყენებით, შეისწავლოს ქსოვის ტექნიკები და ტრიკოტაჟისაგან შექმნას ქალის კარდიგანი, პანჩო, ჟილეტი შლემი, ყაბალახი (ასორტიმენტის თავისუფალი არჩევანი).
კურსის მოცულობა: 24 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:
პარასკევი – 18:00 – 20:30 სთ
შაბათი – 11:00 – 13:30
მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ.N47 – სამხატვრო აკადემია.
კურსს გაუძღვება – ეკა დარჩია, თსსა მოდის დიზაინის მოწვეული პედაგოგი;
კურსის ღირებულება – 450 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი;

გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
595147727 თინათინ ბატიაშვილი
თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center

ეროვნული გამოცდების წესში შევიდა ცვლილება. სასკოლო საგნების ჩამონათვალს, რომლის ჩაბარებაც აბიტურიენტებს შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, დაემატა “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“.

კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მიზნით აპირებენ საგან “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების” – ჩაბარებას.

კურსის მოცულობა  – 190 აკადემიური  საათი;
მეცადინეობა  ჩატარდება:  კვირაში ორჯერ,  2-2  საათი.

თბილისის, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,  შემდეგ მისამართზე:

გრიბოედოვის ქუჩა N22. (მთაწმინდის რაიონი);

კურსს გაუძღვება: თსს აკადემიის რესტავრაცია -კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი- ირმა მათიაშვილი

კურსის ღირებულება 800 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge

ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

მხატვრული დეკორატიული თექა
კურსის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ ტრადიციული და თანამედროვე
მხატვრული დეკორატიული თექის დამზადების ტექნოლოგია.
კურსის დროს მსმენელები თუშური მატყლისა და მირინოსის მატყლის
გამოყენებით შეასრულებენ სიბრტყობრივ და მოცულობით ნამუშევრებს.
კურსის მოცულობა- 40 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ხუთშაბათი – 18:00 -21:30 სთ; შაბათი
-12:00- 15:30 სთ;)

მეცადინეობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე:
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემია
გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი
შარდენის ქ.#19
კურსს გაუძღვება:
ტექსტილის მხატვარი, პროფესორი- თინათინ კლდიაშვილი
დამხმარე პედაგოგი- ეკატერინე გეგუჩაძე

კურსის ღირებულება – 700 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით თანდართულ ბმულს:
https://art.edu.ge/form/view.php?id=21889
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი