1. |
  2. საერთაშორისო
  3. |
  4. Page 2

სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი- გრაფიკა – ესპანეთი

ცხადდება სტუდენტთა  ერასმუს  INTERNSHIP (პრაქტიკა) მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2025/2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში, ესპანეთში, თსსა ახალი პარტნიორი CARTES კონსორციუმის წევრ ინსტიტუტში (იხ. დანართი).
მობილობის ხანგრძლივობა – 3 თვემდე.
მნიშვნელოვანია: კონსორციუმთან თანამშრომლობის განსხვავებული ფორმატიდან  გამომდინარე, მობილობის რეგულაციები შემდეგია: თსსა აკადემიის მიერ ნომინირებული სტუდენტის სააპლიკაციო დოკუმენტების კონსორციუმში გადაგზავნის შემდეგ, თვით კონსორციუმი აარჩევს  მიმღებ ინსტიტუტს სტუდენტისთვის (თავისუფალი ადგილებიდან გამომდინარე). სტუდენტის სააპლიკაციო დოკუმენტების საბოლოო შეფასების  შედეგად სტუდენტი მიიღებს შეტყობინებას თუ რომელ ქალაქში და რომელ ინსტიტუტში მოხვდა.  გამარჯვებული სტუდენტისადმი მოთხოვნაა,  გამგზავრებამდე, ესპანური ენის ელემენტარული საკომუნიკაციო  უნარიების შეძენა, რაც თვით სტუდენტს გამოადგება მობილობის დროს.
კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ
ბოლო ვადა: 20/05/2025
საკონტაქტო პირი:
ნატა ნიკოლეიშვილი
593799960
 
გთხოვთ მიმართოთ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატს.
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინასწარაა ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.
გთხოვთ, სტუდენტთა
– ერასმუს გზამკვლევს გაეცნოთ თანდართულ ბმულზე

ცხადდება სტუდენტთა ერასმუს INTERNSHIP (პრაქტიკა) მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა ინტერიერის დიზაინის მიმართულების, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2025/2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში, ესპანეთში, თსსა ახალი პარტნიორი CARTES კონსორციუმის წევრ ინსტიტუტში (იხ. დანართი).
მობილობის ხანგრძლივობა – 3 თვემდე.

მნიშვნელოვანია: კონსორციუმთან თანამშრომლობის განსხვავებული ფორმატიდან გამომდინარე, მობილობის რეგულაციები შემდეგია: თსსა აკადემიის მიერ ნომინირებული სტუდენტის სააპლიკაციო დოკუმენტების კონსორციუმში გადაგზავნის შემდეგ, თვით კონსორციუმი აარჩევს მიმღებ ინსტიტუტს სტუდენტისთვის (თავისუფალი ადგილებიდან გამომდინარე). სტუდენტის სააპლიკაციო დოკუმენტების საბოლოო შეფასების შედეგად სტუდენტი მიიღებს შეტყობინებას თუ რომელ ქალაქში და რომელ ინსტიტუტში მოხვდა. გამარჯვებული სტუდენტისადმი მოთხოვნაა, გამგზავრებამდე, ესპანური ენის ელემენტარული საკომუნიკაციო უნარიების შეძენა, რაც თვით სტუდენტს გამოადგება მობილობის დროს.

კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ
ბოლო ვადა: 20/05/2025
საკონტაქტო პირი:
ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge

გთხოვთ მიმართოთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს.

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინასწარაა ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.
გთხოვთ, სტუდენტთა
– ერასმუს გზამკვლევს გაეცნოთ თანდართულ ბმულზე

15 – 17 აპრილი, 2025
მადრიდის რესტავრაციის და კონსერვაციის ინსტიტუტის პრეზიდენტის, პროფესორ დევიდ ლოზანოს ვიზიტი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ვიზიტი ხორციელდება თსსა ახალ პარტნიორ – ესპანეთის CARTES კონსორციუმთან გაფორმებული Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან, ასევე საერთაშორისო სამსახურისა და რესტავრაცია/კონსერვაციის მიმართულების წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო სამომავლოდ სტუდენტების და პერსონალის გაცვლით

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის ახალი ერასმუს პარტნიორის, ეპანეთის კონსორციუმის “CARTES” მიწვევით, ქალაქებში ვიგო და სანტიაგო დე კომპოსტელაში გამართულ საერთაშორისო კვირეულზე, იმყოფებოდა სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელი, მაია ქოიავა-ყიფიანი.
კონსორციუმი აერთიანებს 18 სახელოვნებო ინსტიტუტს: რესტავრაცია/კონსერვაციის მიმართულებით: ESCRBC Madrid, ESCRBC Galicia, ESCRBC Burgos; ვიზუალური/სახვითი ხელოვნების მიმართულებით: Escuela Duperior de Arte – Mestre Mateo, de Diseno Pablo Picasso, Pamplona, Oviedo, Asturias, Antonio Failde, Ramon Falcon, Catalunya, Coella, CIFP Audiovisual de Vigo, IES Ribeira de Louro, CIFP Imaxe e son, IES puerta Bonita Madrid, ა.შ.
შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი ერასმუს მობილობების და სხვა საერთაშორისო პროექტებში სამხატვრო აკადემიის ჩართულობის შესახებ.

490714584_1102407758591675_3350695062189732064_n

2025 წლის 22-26 აპრილს, ერასმუს პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – არქიტექტურის ფაკულტეტს, ეწვევა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის არქიტეტუქრის ფაკულტეტის დეკანი, RIBA აკრედიტაციის ბორდის წევრი, შენობა-ნაგებობების მემკვიდრეობის ექსპერტი, პროფესორი დენიელ შტოკჰამერი.

2025 წლის მაისში, ქალაქ ბერლინში გაიმართება პოსტერების გამოფენა, რომელშიც თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

პროექტს, სახელწოდებით “Window Project” მასპინძლობს საგამოფენო სივრცე “Volkssolidarität”.

მონაწილე სტუდენტების ნამუშევრები და დეტალები გამოფენის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე. მითითებულ ვებ-გვერდზე,  ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს!

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.e-mergingartists.art/exhibition/tbilisi-apollon-kutateladze-state-art-academy/

 

თსსა ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ინსტიტუტმა დაარსების 10 წლის აღსანიშნავად ამა წლის 10 აპრილს გამართა საერთაშორისო სამეცნიერო – შემოქმედებით კონფერენცია სახელწოდებით ,,ციფრული ტექნოლოგიები: პროგნოზები, შესაძლებლობები, გამოწვევები” – “Digital technologies: forecasts, opportunities, Challenges”.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ფაკულტეტის ინსტიტუტი დაარსების 10 წლის აღსანიშნავად მართავს საერთაშორისო სამეცნიერო – შემოქმედებით კონფერენციას 2025 წლის 10 აპრილი

იხ. თანდართული დოკუმენტი

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს ვიწვევთ სლოვაკეთის, თსსა ერასმუს პარტნიორი, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD) პროფესორების – Rastislav Sedlacik, Dominik Hlinka ვორქშოფზე, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.
თემა – “Lecture on the Application of Expanded Painting Strategies in the Educational Process”.
ვორქშოფში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბრატისლავას აკადემიის 5 დოქტორანტი. ვორქშოფის დასასრულს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
გთხოვთ, ვორქშოფში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, ვორქშოფის კოორდინატორს გაუგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი-გვარი, სპეციალობა, სწავლის საფეხური და კურსი, მობილური და ელექტრონული ფოსტა.
ვორქშოფის კოორდინატორი: ნატა ნიკოლეიშვილი
593799960
nata.nikoleishvili@art.edu.ge
თსსა პარტნიორი ბელგიის, ანტვერპენის უნივერსიტეტის- Karel de Grote University of Applied Sciences and Arts სკოლის – St Lucas School of Arts (www.sintlucasantwerpen.be) ‘printmaking’ პროფესორი Gerard Leysen იწვევს სამხატვრო აკადემიის ნებისმიერი ფაკულტეტის პროფესორებს და პედაგოგებს, კონცეპტუალურ პროექტში მონაწილეობის მისაღებად – თემაზე ‘MANUALS HANDLEIDINGEN ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝᲔᲑᲘ’. პროექტის მიზანია ‘არტ-ბუქის’ – ‘artist’s publication’ შექმნა, შემდგომი კოლაბორაციის ინიცირება, მდგრადი ინსტიტუციური კავშირის შექმნა და სხვა.
გთხოვთ პროექტში მონაწილეობის სურვილი, სახელი-გვარის და ფაკულტეტის მითითებით, დაადასტუროთ (ინგლისურ ენაზე) შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
Kurt Vanbelleghem: kurt.vanbelleghem@kdg.be
ნატა ნიკოლეიშვილი: nata.nikoleishvili@art.edu.ge
პროექტის ინიციატორ პროფესორებთან შეხვედრები შედგება 31 მარტი -3 აპრილის ვორქშოფზე.
დანართში იხილეთ პროექტის კონცეპციის აღწერა.