1. |
  2. კონკურსები
  3. |
  4. Page 8

რუსთაველის ფონდი აცხადებს 2024 წლის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

რუსთაველის ფონდი აცხადებს 2024 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა CS

კონკურსის მიზანი

კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია, კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.

საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირება

2024 წლის 4 მარტი – 20 მარტი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2024 წლის 26 მარტი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

მარტი-აპრილი – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

აპრილი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

აპრილი-მაისი – პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

სკია 2024-ის არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი:

ნიკა წიკლაური
ზურაბ ხორხელი
გიორგი ღლონტი
ზურაბ გოგბერაშვილი
ნინა ველიევა

 

კულტურის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში, სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა!

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
კონკურსის მიზანია საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, მულტიმედია, სივრცული ინსტალაცია და თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმართულებები) პოპულარიზაცია; სახელოვნებო სფეროს განვითარება თბილისსა და რეგიონებში; გამოფენებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების (სამუშაო შეხვედრა, მასტერკლასი, ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია) ხელშეწყობა (ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა ტიპის აქტივობები); ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო პროექტის წარმოდგენა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს.
კონკურსის ბიუჯეტი 2023 წელსაც იყო 60 000 ლარი. სამინისტრომ ათი განმცხადებლიდან გამოავლინა ხუთი გამარჯვებული. 60 000 ლარი იყო 2022 წლის ბიუჯეტიც და 25 კონკურსანტს შორის გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2022229 ან 577 502 762 (სამუშაო საათები: 09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/kwM9sZmU

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.

კონკურსის აბრევიატურა:

GFI

კონკურსის მიზანი:

ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;

ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი – ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი
მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;

ა) ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო – (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს ბინის დაქირავებისა და კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ბ) ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს:

სტიპენდია – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ევრო;

– ორმხრივი მგზავრობის დაფინანსება – 500 (ხუთასი) ევრომდე.

კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.

გრანტის მიმღები ვალდებულია, კვლევითი ვიზიტის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ (საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით) შესაბამის უნივერსიტეტში/დაწესებულებაში ჩაატაროს პრეზენტაცია კვლევითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შესახებ და ფონდში წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძიების ამსახველი მასალები.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

ელექტრონული რეგისტრაცია – 2024 წლის 1-ელი მარტიდან – 8 აპრილის 16:00 საათამდე;
ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2024 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე;
პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა – 2024 წლის 15 აპრილი;
პროექტების შეფასება პანელის მიერ – 2024 წლის მაისი;
პანელის მიერ შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცება – 2024 წლის მაისი – ივნისი;
გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2024 წლის ივნისიდან;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი

– ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა)

– დოქტორანტებისთვის

– ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) – სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;

ბ) დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის – სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.

 

სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან – 30 ნოემბრის პერიოდში.

 

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;

ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;

გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

დ) მედიცინა;

ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;

ვ) ინჟინერია;

ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს მიერ გამოცხადებული,
ქართველი მკვლევრებისათვის განკუთვნილი TUBITAK-ის (The Scientific and Technological Research Council of Türkiye) საგრანტო პროგრამები

გამოცხადებულია ორი კონკურსი:
საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის;
საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/ ზემოაღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანდართულ დოკუმენტში.

მიმაგრებული დოკუმენტი

მედიახელოვნების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თანამდებობაზე კომუნიკაციის დიზაინი და მულტიმედიის მიმართულებით

დეტალები იხილეთ ბმულზე

ცხადდება კონკურსი აკადემიის შიგნით, უწყვეტი განათლების ცენტრის უმცროსი
სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ანაზღაურება 615 ლარი;
სამუშაო განრიგი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
უმაღლესი სახელოვნებო განათლების სფეროს სპეციფიკის ცოდნა.
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point, Ms. excel ) ცოდნა.
საჭირო კომპეტენცია და უნარები
ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
ძირითადი მოვალეობები
1. განიხილავს ცენტრში შემოსულ საგანმანათლებლო წინადადებებს და ამზადებს მათ,
ცენტრის ხელმძღვანელის მიერ აკადემიურ საბჭოზე წარსადგენად, რომელიც
უფლებამოსილია დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს კურსი;
2. მოიძიებს შესაბამისი კურსების განმახორციელებელ სპეციალისტებს.
3. მონაწილეობას იღებს კურსების განხორციელების ორგანიზებაში;
4. ახდენს ცენტრის მიერ განხორციელებული სასწავლო კურსების მონიტორინგ

დაინტერესებულმა პირებმა 26 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:
hr@art.edu.ge