ცნობილი ქართველი კოლექციონერის, ერთ-ერთი პირველი გალერისტისა და არტ-ექსპერტის, არჩილ დარჩიას ოჯახი აცხადებს კონკურსს, მისი სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. დეტალები იხილეთ თანდართულ ბმულზე
ცნობილი ქართველი კოლექციონერის, ერთ-ერთი პირველი გალერისტისა და არტ-ექსპერტის, არჩილ დარჩიას ოჯახი აცხადებს კონკურსს, მისი სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. დეტალები იხილეთ თანდართულ ბმულზე
2025-2026 აკადემიური წლისთვის, იტალიის მთავრობის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია, მათ შორის სახელოვნებო სასწავლო პროგრამებზე სასწავლებლად.
დეტალები იხილეთ თანდართულ ბმულზე, იტალიის საელჩოს ვებ გვერდზე
რუმინული საინვესტიციო და უცხოური ვაჭრობის სააგენტოს მიერ 2025-2026 სასწავლო წლისთვის, ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიებით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burse2025@arice.gov.ro
განაცხადების წარდგენის ვადებია: 2025 წლის 1 აპრილი – 15 მაისი.
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის – 2 ადგილი, 2025-2026 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრისთვის, გერმანიის – ოსნაბრუკის უნივერსიტეტში (Osnabrück University).
▫️აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, ტექსტილის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
* პორტფოლიო
* CV
* ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
* მოტივაციის წერილი
* პროფესორის რეკომენდაცია
* ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
* განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი, 2025
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
593 799 960
▫️აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ
გთხოვთ, თანდართულ ბმულზე გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს
ცხადდება აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შესარჩევი კონკურსის
პირველი ეტაპი ერასმუს მობილობისთვის თსსა დიზაინის ფაკულტეტის ერასმუს
პარტნიორ – თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტში, საერთაშორისო კვირეულში
მონაწილეობის მისაღებად. ა.წ. 6-10 ოქტომბერს.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
აკადემიურ პერსონალს, როგორც სასწავლო მობილობა და ადმინისტრაციულ
პერსონალს, როგორც ტრენინგ მობილობა.
აპლიკანტის შეჩევა ხდება კასტამონუს უნივერსიტეტის მიერ.
აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის
დამადასტურებული. გთხოვთ იხილოთ ინგლისური ენის ცოდნის ტესტირების
ბმული:
https://certus.naec.ge/tao/Main/login
Guest access / ინგლისური ენა
გთხოვთ დანართში იხილოთ აპლიკაციის ფორმა და მოტივაციის ფორმა, და
სააპლიკაციო ბმული დოკუმენტების ასატვირთად
https://erasmus.kastamonu.edu.tr/index.php/component/content/article/ka-171-incoming-
staff-call-2024?catid=20&Itemid=101
აპლიკაციის წარდგენის დედლაინი: 27 აპრილი-19 მაისი, 2025
საკონტაქტო პირი:
თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების, დიზაინის ფაკულტეტის და
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტების და ერასმუს
პროგრამის კოორდინატორი:
ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge, 593799960
ცხადდება სტუდენტთა ერასმუს INTERNSHIP (პრაქტიკა) მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა ინტერიერის დიზაინის მიმართულების, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2025/2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში, ესპანეთში, თსსა ახალი პარტნიორი CARTES კონსორციუმის წევრ ინსტიტუტში (იხ. დანართი).
მობილობის ხანგრძლივობა – 3 თვემდე.
მნიშვნელოვანია: კონსორციუმთან თანამშრომლობის განსხვავებული ფორმატიდან გამომდინარე, მობილობის რეგულაციები შემდეგია: თსსა აკადემიის მიერ ნომინირებული სტუდენტის სააპლიკაციო დოკუმენტების კონსორციუმში გადაგზავნის შემდეგ, თვით კონსორციუმი აარჩევს მიმღებ ინსტიტუტს სტუდენტისთვის (თავისუფალი ადგილებიდან გამომდინარე). სტუდენტის სააპლიკაციო დოკუმენტების საბოლოო შეფასების შედეგად სტუდენტი მიიღებს შეტყობინებას თუ რომელ ქალაქში და რომელ ინსტიტუტში მოხვდა. გამარჯვებული სტუდენტისადმი მოთხოვნაა, გამგზავრებამდე, ესპანური ენის ელემენტარული საკომუნიკაციო უნარიების შეძენა, რაც თვით სტუდენტს გამოადგება მობილობის დროს.
კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაეცანით ფაკულტეტზე წარსადგენ დოკუმენტაციას (ინგლისურ ენაზე)
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ
ბოლო ვადა: 20/05/2025
საკონტაქტო პირი:
ნესტან წიკლაური nestan.tsiklauri@art.edu.ge
გთხოვთ მიმართოთ არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანატს.
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინასწარაა ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.
გთხოვთ, სტუდენტთა
– ერასმუს გზამკვლევს გაეცნოთ თანდართულ ბმულზე