1. |
  2. განცხადებები
  3. |
  4. Page 4
461481510_949138503918602_1374253839788351588_n

პირველკურსელების საყურადღებოდ!

1 ოქტომბერი,TSAA Welcome Party!

ძვირფასო პირველკურსელებო!
გელოდებით სამშაბათს, 1 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან დეკანატებში, ხოლო 17:00 საათზე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ეზოში!

ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოგილოცავენ სამხატვრო აკადემიის რექტორი, ვიცე – რექტორები, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და ფაკულტეტების დეკანები.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, ახალი სასწავლო წელი გამორჩეული Line Up-ით დაიწყება:

ბენდი – “ნუ მიეყრდნობით”;
“ჯგუფიყველა”;
Dj – So Detroit

აკადემიის ეზოს კარი გაიღება 17:00 საათზე.

ივენთზე გელოდებით ყველა სხვა კურსის სტუდენტებსაც!

პირველკურსელებო, გილოცავთ სტუდენტობას და გელოდებით!

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იწყება
პირველკურსელთა რეგისტრაცია 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით
11:00 – 15:00 საათამდე.
მისამართი გრიბოედოვის ქუჩა #22,
საკონტაქტო ტელეფონი: 595 021 541

აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო
ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით
დამოწმებული თარგმანი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი(ორიგინალი). უცხოეთში
მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – სსიპ განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ
ვაჟებისთვის).
4. 2 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
5. სწავლის პირველი სემესტრის (სწავლის წლიური, მთლიანი საფასურის (2250 ლარი)
ნახევარი – 1125 ლარი) საფასურის გადახდის ქვითარი. 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო
გრანტით მოსარგებლეთა შემთხვევაში, აბიტურიენტი სწავლის საფასურს იხდის შესაბამისი
პროცენტული მაჩვენებლით (სემესტრში 70% → 337.50 ლარი და 50% → 562.50 ლარი).
6. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა გაცემული შესაბამისი
ორგანოდან.
გაითვალისწინეთ, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, (არ შესრულებია 18 წელი),
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან
ხელშეკრულებას აფორმებს მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ან მისი მინდობილი პირი (მინდობილობა უნდა იყოს სანოტარო წესით დამოწმებული).

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები (ნებისმიერი ბანკიდან!):
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2024 წლის 31 ივლისის №242 დადგენილებით განისაზღვრა “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე”. აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას. სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი – სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).

დადგენილება

ბრძანება