1. |
  2. გამოფენები
467727323_122170780322251154_6100712901619685741_n

გამოფენა/პერფომანსი – “Perfect Romance”.

სტუდენტთა საყურადღებოდ!
27 ნოემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართება გამოფენა/პერფომანსი სახელად- “Perfect Romance”.
ქალთა მიმართ ძალადობის დღესთან დაკავშირებით, სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა ითანამშრომლებს საქართველოს სტუდენტურ პარტლამენტთან და მთავრობასთან.
გამოფენის მთავარი ფერი/ თემატიკა – წითელი.
წითელი ასოცირდება სისხლთან, ტკივილთან და აგრესიასთან. შავი ფერი – ტრაგიზმის, შიშისა და დანაკარგის სიმბოლოა, თეთრი ფერი კი, მშვიდობას და ძალადობის დამარცხებას გამოხატავს.
გამოფენაში მონაწილება შეუძლია სამხატვრო აკადემიის ნებისმიერი ფაკულტეტის და კურსის სტუდენტს ,ასევე სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრს.
ქალების მიმართ ძალადობა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, გლობალური პრობლემაა, რომელიც ყოველდღიურად, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხდება. პროექტის მიზანია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქალებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლნი და საზოგადოებას, პრობლემის მასშტაბურობა, ხელოვნების საშუალებით ნათლად დავანახოთ.
#არაქალთამიმართძალადობას
#ერთადდავძლიოთქალთამიმართძალადობა
მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაციისთვის, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნეთ ნამუშევრები (ინსტალაცია,ქანდაკება,ციფრული ნამუშევარი თუ ა.შ)
26 ნოემბრის 20:00 საათამდე. დასტურის შემთხვევაში, ნახატი უნდა მოიტანოთ 27 ნოემბრის 16:00 საათამდე – აკადემიის საგამოფენო დარბაზში).
გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ მაქსიმუმ 2 ნამუშევარი და ელექტრონულ წერილს დაურთეთ: სახელი, გვარი, კურსი, ფაკულტეტი, ტელეფონის ნომერი, ნამუშევრის სახელწოდება, ზომა (აღწერა სურვილისამებრ).
elenekopale09@gmail.com
https://www.facebook.com/elene.kopaleishvili.3?mibextid=LQQJ4d
სტუდენტური თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებას!
ნამუშევრის ავტორი-ელენე ტყემალაძე

20 ნოემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიხსნა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა იმ მხატვრებს, რომელთა ნამუშევრები, მიმდინარე წლის დასაწყისში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციიდანაა და მოიცავს 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს.
პროექტი დაფინანსებულია სსიპ „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მიერ.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გიწვევთ გამოფენის გახსნაზე, რომელიც იმართება იმ მხატვრებისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელთა ნამუშევრები, მიმდინარე წლის დასაწყისში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის კოლექციიდანაა და მოიცავს 1950-1980-იანი წლების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს.
პროექტი დაფინანსებულია სსიპ „აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” მიერ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა აკადემიის მუზეუმის ფონდში არსებული ნამუშევრების მოწესრიგება, რესტავრაცია-კონსერვაცია და ჩარჩოში ჩასმა. დაგეგმილია პროექტის გაგრძელებაც, რაც მოიცავს აკადემიის მუზეუმის ფონდში არსებული სხვა ნამუშევრების მოწესრიგებას და სამომავლოდ, კატალოგის გამოცემას.
გახსნა: 20 ნოემბერი, 19:00 საათზე
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს, გეძლევათ საშუალება, თქვენი ნამუშევრები (პოსტერები) წარადგინოთ გამოფენისთვის, რომელიც გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ბერლინში – Volkssolidarität-ში, 2025 წლის მაისში.

პროექტის სახელწოდებაა “Work Show. Window Project” – “ხელოვნება ფანჯარაში”.

გამოფენის მთავარი მიზანია, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გამოფენისთვის შეირჩა ქალაქი ბერლინში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია, სადაც სტუდენტების ნამუშევრებს ბევრი ცნობილი ხელოვანი, კურატორი თუ ხელოვნებათმცოდნე იხილავს.
▫️პროექტის კურატორია ლილი ფიურსტენოუ-ხოსიტაშვილი, რომელიც DAAD-ის სტიპენდიით, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ანსელმ კიფერის შემოქმედებას იკვლევდა. აღნიშნული პროექტი, მისი ხელმძღვანელობით, უკვე 3 წელია იმართება და ის თანამედროვე ხელოვნების ექსპერიმენტული ფორმატით ჩვენებას ისახავს მიზნად: არა ტრადიციულ გალერეაში, არამედ საჯარო სივრცეებში – ნებისმიერი მსურველისთვის.

გამოფენაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
სტუდენტმა, ელექტრონული ფოსტით უნდა გააგზავნოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევრის (პოსტერის) ფოტო, დეტალური აღწერით (კონცეფცია და სხვა ყველა მახასიათებელი დეტალი); შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა 40-მდე საუკეთესო პოსტერი, რომელიც ამოიბეჭდება გერმანიაში და გამოიფინება. ნამუშევრებს გამოფენისთვის შეარჩევს სპეციალური ჟიური. არჩეული ნამუშევრები, გამოფენის პარალელურად, დაიდება პროექტის თანმხლებ ვებგვერდზე: www.e-mergingartists.art

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, პოსტერის/პოსტერების ფოტო უნდა გააგზავნოთ მხოლოდ JPG ფორმატში, ხოლო თანდართული ინფორმაცია (ნამუშევრის აღწერა: სათაური/ტექნიკა/ზომები/წელი და ავტორის ბიოგრაფია ან/და CV) DOC ფორმატში, ქართულ, ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, სურვილისამებრ. გთხოვთ ასევე, ბიოგრაფიაში მიუთითეთ ინფორმაცია თქვენს მიერ მოპოვებული სტიპენდიების, ჯილდოს, ხელოვნების რეზიდენციების, პუბლიკაციებისა და გამოფენების შესახებ – ასეთის არსებობის შემთხვევაში. მონაწილე სრულიად თავისუფალია თემატიკაში, მასალასა და ზომებში. ასევე, გაითვალისწინეთ, ერთმა მონაწილემ შესაძლოა წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ნამუშევრის ფოტო (სერია)!

დედლაინი – 23 იანვარი

მონაწილეებს გთხოვთ, კონკურსისთვის შექმნილი ნამუშევრის/ნამუშევრების ფოტოები JPG ფორმატში, გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
liliartresearch@yahoo.com

საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე
599 222 012

გისურვებთ წარმატებას!

XIII. შექმნილია არტისტის მიერ. – ხელოვნებისა და დიზაინის მომავალი ციფრულ ეპოქაში. საერთაშორისო სიმპოზიუმი და გამოფენა!

სიმპოზიუმის გუნდი იწვევს მკვლევრებსა და ხელოვანებს სხვადასხვა ქვეყნიდან! თქვენთან ერთად ვიმსჯელებთ ხელოვნებაში მომავლის ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებები საკითხის მხატვრული თუ სამეცნიერო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

ველით თქვენს განაცხადებს!
სიმპოზიუმისა და ციფრული გამოცემების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. https://madebyartist.org/en/anasayfa/

სიმპოზიუმის და გამოფენის ორგანიზატორები:

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და სტამბოლის ბეიკენტის უნივერსიტეტი.
ჩატარების ფორმატი: ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში;
ჩატარების ადგილი : საქართველო, თბილისი, სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ალ. გრიბოედოვის N22
ჩატარების დრო: 17-18 დეკემბერი, 2024

სიმპოზიუმის მონაწილეებისთვის:
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი, 2024
მონაწილეობის შესახებ დასტური: 10 ოქტომბერი, 2024
მონაწილეობის ხარჯები:
– მონაწილეობა უფასოა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებისთვის;
– სხვა მონაწილეებისთვის, მონაწილეობის თანხის გადასახადის ვადა 21 ოქტომბერი, 2024
სიმპოზიუმის პროგრამის გამოქვეყნების ვადა: 25 ოქტომბერი, 2024
სრული ტექსტის გაგზავნის ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი, 2024

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, თურქული, ინგლისური
სიმპოზიუმის დასასრულს, შეიქმნება ელექტრონული წიგნი და გამოქვეყნდება ინტერნეტ სივრცეში.

დეტალური ინფორმაცია მომხსენებლებისთვის, იხილეთ ბმულზე
https://madebyartist.org/en/anasayfa/

გამოფენის მონაწილეებისთვის:

შესაძლებელია როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენის წარდგენა.
გამოფენაზე მონაწილეობისთვის მიიღება: ფერწერული ნამუშევარი, პრინტი (ორიგინალი), ფოტო ნამუშევარი, ციფრული დიზაინი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი;
ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ტილოზე ან ქაღალდზე;
მისაღებია ტილოზე ან ქაღალდზე შესრულებული ციფრული პრინტები;
ნამუშევრის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 70 სმ-ს;
ნამუშევარი მზად უნდა იყოს ექსპონირებისთვის;
პერსონალური გამოფენისთვის უნდა იყოს მინიმუმ 15 ნამუშევარი;
ჯგუფური გამოფენა ლიმიტირებულია 100 ნამუშევრით;
პერსონალური გამოფენა ლიმიტირებულია 5 მონაწილით;
ნამუშევრებს თან უნდა ერთვოდეთ
ინფორმაცია ავტორისა და ნამუშევრების პარამეტრების შესახებ;

გამოფენის ონლაინ მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე
https://madebyartist.org/en/eser-gonder/

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, გაიმართება პროექტის – „ინკლუზიური სასწავლო-შემოქმედებითი პრაქტიკები“ ფარგლებში შექმნილი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით – “ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 4 მიმართულების: ფერწერის, კერამიკის , ქსოვილის და შერეული ტექნიკის სახელოვნებო პრაქტიკების ჩატარებით, შშმ და სსსმ დღის ცენტრების ბენეფიციარებთან (ა(ა)იპ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება; დღის ცენტრი 18+; აუტიზმის პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის), სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით.
▫️პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემია.
▫️პროექტის პარტნიორი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ: სტუდენტთა დასკვნითი გამოფენა

30 ივლისი

გამოფენის გახსნა – 16:00 საათზე -გუმბათებიან საგამოფენო დარბაზში
– წარმოდგენილი იქნება 60-მდე სხვადასხვა მიმართულების სტუდენტის ნამუშევარი
– თავისუფალი თემატიკის გამოფენა, რომელიც შეაჯამებს სტუდენტთა სემესტრის მანძილზე შექმნილ ნამუშევრებს
-გამოფენას დაესწრება ბრაზილიის ელჩი
– გამოფენა დასრულდება 19:00 საათზე

გამოფენაში ჩართულია:
1. არქიტექტურის ფაკულტეტი 
2. დიზაინის ფაკულტეტი 
3. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 
4. რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი 
5. მედიახელოვნების ფაკულტეტი 

არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა! შემოგვიერთდით 30 ივლისს! 

▪️ მონაწილეები ▪️
ავთო დათიშვილი
ანა ნადარეიშვილი
ანა ნაჭყები
ანა ნიკოილეიშვილი
ანდრო მუკბანიანი
ბექა ჩხაიძე
გვანცა ალავიძე
დეა ბეჭვაია
დიანა ლომაშვილი
ეკატერინე ოთხმეზური
ელენე კოპალეიშვილი
ელიზავეტა კუკავა
ზორო მურადოვ
თამარ საბაური
თამარ ჭედიშვილი
თეკლა კობახიძე
ილია არქანია
იასონ ჯანხოთელი
იოსებ ტატალაშვილი
ირაკლი ხანთაძე
ლაზარე ნოზაძე
ლიკა დაფაჩიშვილი
ლიკა თაგვაძე
ლუკა ლეკიშვილი
ლუკა ყოლბაია
მარიამ გამხუაშვილი
მზიკო მჭედლიშვილი
ნანო ჩალიგავა
ნელიკო მამუჩაშვილი
ნიკა ტაბატაძე
ნინი ჯალიაშვილი
ნინო გარსევანიძე
ნინო რამიშვილი
სალომე გორდოლაძე
სალომე პატაშური
სალომე ცეცაძე
სოფო სიმონიშვილი
სალომე ბარბაქაძე
მარიამ სანადირაძე
დავით მელივა

სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრში, დასრულდა მხატვრული მინის შემსწავლელი კურსი.
10 ივლისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კურსის მონაწილეების ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
მონაწილეებს: ოლღა მაჩაბელი, ქეთევან კავილაძე, ლილი ბეგიაშვილი, ნინო ხარაძე, ირმა კოხრეიძე, ლელა კაციაშვილი, ნათია მერაბიშვილი, გადაეცათ სერთიფიკატები.
კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი;
კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია

10 ივლისი, 2024 წელი
დიზაინის ფაკულტეტის – კერამიკის მიმართულების, I და II კურსის საკურსო ნამუშევრების პრეზენტაცია, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
აღნიშნული ნამუშევრები, ფორმების პლასტიკისა და დაფერვის განსხვავებული ტექნიკებით შესრულებული ნიმუშებია. სწავლის პროცესში, სტუდენტები ეუფლებიან თიხის ამოყვანის ტექნიკას და ზედაპირის დამუშავების სპეციფიკას. ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, არქიტექტურის ფაკულტეტის – ინტერიერის დიზაინის მიმართულების სტუდენტების ნამუშევრებიც. არჩევითი საგნის საშუალებით, მათ გაიარეს სემესტრი კერამიკის მიმართულებით და ინტერიერში განსხვავებული კერამიკული ობიექტების შექმნაში, საჭირო გამოცდილება მიიღეს.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრი, წარმოგიდგენთ მხატვრული მინის შემსწავლელი კურსის მონაწილეების ნამუშევრების გამოფენას.

მონაწილეები:
ოლღა მაჩაბელი
ქეთევან კავილაძე
ლილი ბეგიაშვილი
ნინო ხარაძე
ირმა კოხრეიძე
ლელა კაციაშვილი
ნათია მერაბიშვილი

კურსის პედაგოგები: ნინო სიხუაშვილი, ნათია პაპიაშვილი
კურსის ხელმძღვანელი: თამარ გრიგოლია

გამოფენის გახსნა: 10 ივლისი 16:00-18:00 სთ.
მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქ. N22