1. |
  2. განცხადებები
  3. |
  4. Page 4

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! აპელაციის შედეგები

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემოქმედებითი ტური-გამოცდა ხატვაში ჩატარდება 2024 წლის 12, 13 და 14 ივნისს

1. აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 08:00 საათზე. წინა საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე. (გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთი).
2. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებ ულია წარადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი, სხვა შემთხვევაში აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე!
3.  აბიტურიენტმა სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამებზე უნდა იქონიონ გრაფიტის ფანქრები და სახატავი დაფა 70X50 ზომებით.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დაგვიანებული აბიტურიენტი შემოქმედებით ტურზე -ხატვის  გამოცდაზე არ დაიშვება.

 

12 ივნისის საგამოცდო სია

13 ივნისის საგამოცდო სია

14 ივნისის საგამოცდო სია

2023-24 სასწავლო წლის II სემესტრის ხანგრძლივობის  ვადები

 

 

·         სალექციო კურსი – 2024 წლის 11 მარტიდან – 2024 წლის  28 ივნისის ჩათვლით;

·         მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტურისთვის 1 კვირიანი დასვენება – 2024 წლის 10-14 ივნისი;

·         საგამოცდო სესია – 2024 წლის 1 ივლისიდან – 2024 წლის 19 ივლისის ჩათვლით;

·         დამატებითი გამოცდა X-ს ნიშნის მიღების შემთხვევაში 2024 წლის 22-26 ივლისი;

·         საწარმოო პრაქტიკა 2024 წლის 29 ივლისიდან 2024 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პროფესიული განათლება არქიტექტურის ან ურბანული არქიტექტურის განხრით
• გრაფიკული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, Adobe Photoshop
ძირითადი ფუნქციები:
• ლანდშაფტურ პროექტებში საწყისი ეტაპიდან აქტიური ჩართულობა (პროექტის,
კონცეფციის, ესკიზის დამუშვება)
• რელიეფის ჭრილებისა და განშლების მომზადება
• სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების/კვანძების შემუშავება
• მასალათა უწყისის მომზადება
• პროექტის საპრეზენტაციო მოსალების მომზადება
• საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა
• გუნდურობა ხელმძღვანელის დავალებების მიღება და სწრაფად შესრულება
* შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ კანდიდატს, რომელსაც აქვს ტერიტორიების დაგეგმარების, სივრცის ლანდშაფტური ორგანიზაციის და მუშა დოკუმენტის შესრულებაში გამოცდილება და ფლობს ინგლისურ ენას.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება – 1500 ლარიდან
აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 5 მაისის ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე: info@midamo.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

თექა

მხატვრული დეკორატიული თექა
კურსის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ ტრადიციული და თანამედროვე
მხატვრული დეკორატიული თექის დამზადების ტექნოლოგია.
კურსის დროს მსმენელები თუშური მატყლისა და მირინოსის მატყლის
გამოყენებით შეასრულებენ სიბრტყობრივ და მოცულობით ნამუშევრებს.
კურსის მოცულობა- 40 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ხუთშაბათი – 18:00 -21:30 სთ; შაბათი
-12:00- 15:30 სთ;)

მეცადინეობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე:
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემია
გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი
შარდენის ქ.#19
კურსს გაუძღვება:
ტექსტილის მხატვარი, პროფესორი- თინათინ კლდიაშვილი
დამხმარე პედაგოგი- ეკატერინე გეგუჩაძე

კურსის ღირებულება – 700 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით თანდართულ ბმულს:
https://art.edu.ge/form/view.php?id=21889
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უცხო ენათა ჩამონათვალში ემატება იტალიური ენის პრაქტიკული კურსი. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მიღებული კრედიტები, აღიარებული იქნება დამატებით კრედიტად. იტალიური ენის კურსს გაუძღვება იტალიის საელჩოს განათლების ატაშეს, პროფესორ ორნელა სპანოს მიერ წარმოდგენილი ლექტორი. სასწავლო პროგრამის წარმართვისთვის დამხმარე სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადმოგვცემს იტალიის სახელმწიფო, რაც განთავსდება სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკაში.
დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ მიმართოთ ლოლა ციცხვაიას მითითებულ კონტაქტზე: lola.tsitskhvaia@art.edu.ge
591975217

კურსის მიზანია მსმენელები დაეუფლონ ხატვის პროცესს, შეისწავლონ
თავისუფალი მუშაობა სასურათე სიბრტყეზე და განავითარონ ფერწერის
ტექნიკა.
შეასრულონ აბსტრაქტული კომპოზიციები ტილოზე და ქაღალდზე აკრილის
საღებავებით.

კურსის მოცულობა- 48 აკადემიური საათი;

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (შაბათი – 12:00-14:30 სთ; კვირა –
12:00:14:30 სთ);
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ მისამართზე:
ა. გრიბოედოვის ქ. #22

კურსს გაუძღვება:
მოწვეული პედაგოგი, მხატვარი – ქეთევან შალამბერიძე;

კურსის ღირებულება – 750 ლარი;

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით თანდართულ ბმულს:
https://art.edu.ge/form/view.php?id=21889
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურს
მხატვრული კერამიკის საფუძვლების, ასევე გამოწვის განსხვავებული ტექნიკების
(რაკუ, აბვარუ) შესწავლა.

კურსი განკუთვნილია ასევე მათთვის, ვისაც გააჩნია
გარკვეული ცოდნა ამ სფეროში და სურვილი აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია.

კურსის მოცულობა- 40 აკადემიური საათი;

მეცადინეობა ჩატარდება: კვირაში სამჯერ: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი
11:00-15:00 სთ;

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ მისამართზე:
ვ. გაბაშვილის ქ. N10 (ვაკის რაიონი);

კურსს გაუძღვება:
სამხატვრო აკადემიის, დიზაინის ფაკულტეტის, მხატვრული კერამიკის
მიმართულების ასოცირებული პროფესორი – გიორგი პაჭკორია.
კურსის ხელმძღვანელი: სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი – გიორგი
იაშვილი;

კურსის ღირებულება – 650 ლარი;

კურსის დაწყების თარიღი – 2024 წლის 19 აპრილი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით თანდართულ ბმულს:
https://art.edu.ge/form/view.php?id=21889
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მხატვრული მინის
დამზადების ტექნოლოგია აინტერესებს. კურსის განმავლობაში მსმენელები
შეისწავლიან მინის მოცულობითი (სამკაული, ზარდახშა) და სიბრტყობრივი
ნამუშევრების (სურათი, ჩარჩო) დამზადებას.

კურსის მოცულობა- 36 აკადემიური საათი;

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ხუთშაბათი – 19:00-21:45 სთ; შაბათი –
18:00 -20:45სთ);

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ მისამართზე:
ვ. გაბაშვილის ქ. N10 (ვაკის რაიონი);

კურსს გაუძღვებიან:
სამხატვრო აკადემიის, დიზაინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი – ნინო
სიხუაშვილი;
მოწვეული პედაგოგი – ნათია პაპიაშვილი;
კურსის ხელმძღვანელი: სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი – თამარ
გრიგოლია.

კურსის ღირებულება – 580 ლარი;

კურსის დაწყების თარიღი – 2024 წლის 20 აპრილი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით თანდართულ ბმულს:
https://art.edu.ge/form/view.php?id=21889
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი