მიმართულებები
მიმართულების ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ამაშუკელი, პროფესორი ნანა ქუთათელაძე
არქიტექტურა პროექტირების და მშენებლობის ხელოვნებაა, ხოლო არქიტექტორი არის ხუროთმოძღვარი–მხატვარი, რომელიც ეწევა პრაქტიკულ მოღვაწეობას, ქმნის საცხოვრებელ გარემოს, შენობა ნაგებობების პროექტებს, ხელმძღვანელობს როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოებს. ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა არა მხოლოდ მთავარი სპეციალური საგნის (არქიტექტურული გეგმარება, ქალაქგეგმარება, ლანდშაფტის არქიტექტურა, არქიტექტურის ისტორია, სამშენებლო კონსტრუქციები), არამედ დამხმარე საგნების (მათემატიკა, ფიზიკა, მექანიკა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, მხაზველობითი გეომეტრია, ხატვა, ფერწერა, ხაზვა და სხვა) აუცილებელი ცოდნა.
არქიტექტურა შემოქმედებითი მოღვაწეობის სახეობაა, რომელიც მხატვრულად აყალიბებს გარემოს, წყვეტს მის ფუნქციური ზონირების საკითხებს; მასში გაერთიანებულია საინჟინრო, სამეცნიერო და სახვითი ხელოვნების დარგები. მიმართულების მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტისთვის ისეთი კომპლექსური თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა, რომლის საფუძველზე, კურსდამთავრებულს შეეძლება, მისივე კომპეტენციის ფარგლებში, თანამედროვე არქიტექტურისადმი წაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
პედაგოგები:
ნოდარ ამაშუკელი – პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი.
ნანა ქუთათელაძე – პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი.
ვლადიმერ ცინცაძე – ასოცირებული პროფესორი.
ირაკლი პირმისაშვილი – ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი.
თეიმურაზ ჯორჯაძე – ასოცირებული პროფესორი.
ნანა ახვლედიანი – ასოცირებული პროფესორი.
მედეა აბულაძე-გოშაძე – ასოცირებული პროფესორი.
მარიამ ცაგარელი – ასოცირებული პროფესორი.
თინათინ ხიმშიაშვილი – ასოცირებული პროფესორი.
ნიკოლოზ აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი.
ნუნუ ჩხიკვიშვილი – ასოცირებულიპროფესორი.
თამარ არჩვაძე – ასისტენტ პროფესორი.
თამარ სვანიშვილი – ასისიტენტ პროფესორი.
მაია ჩხიკვაძე – ასისტენტ პროფესორი.
ლიანა სირაძე – ასისტენტ პროფესორი.
ვაჟა ტარასაშვილი – ასისტენტ პროფესორი.
ზაქარია ქურდიანი – ასისტენტ პროფესორი.
მანანა სუხიტაშვილი – ასისტენტ პროფესორი.