1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. არქიტექტურა
  5. |
  6. გარემოს დიზაინი

მიმართულებები

მიმართულების ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი ნოდარ ამაშუკელი

გარემოს დიზაინი სინთეზური ხელოვნებაა, ანუ სხვანაირად რომ განვმარტოთ, არქიტექტურულ გარემოში ერთვება სახვითი ხელოვნების კომპონენტები, რომლებიც არ კარგავენ დამოუკიდებლობას და რჩებიან მთელის შემადგენელ ნაწილად. ამ მიმართულების სპეციალისტების საქმიანობაა პროექტირება, ინტერიერების სივრცის მოწესრიგება, თანამედროვედ გადაწყვეტა, სასურველი ფერისა და პლასტიკის მორგება. გარემოს დიზაინი შემოქმედებითი მოღვაწეობის სახეობაა, რაც საგნობრივ სივრცითი გარემოს ესთეტურ მხარეზე ზრუნვას გულისხმობს. მასში ერთიანდება საინჟინრო-საკონსტრუქციო, საპროექტო, სამეცნიერო და სახვითი ხელოვნების დარგები. მიმართულების მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტებისათვის ისეთი კომპლექსური თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა, რაც მათ საშუალებას მისცემს, ვიზუალური, ტექნიკური და ესთეტიკური ასპექტების ერთობლიობით დააკმაყოფილონ გარემოს დიზაინის თანამედროვე მოთხოვნები.

პედაგოგები:
ნოდარ ამაშუკელი – პროფესორი, მიმართულების ხელმძღვანელი.
ნიკოლოზ აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი.
გიორგი ღლონტი – ასისტენტ პროფესორი.
მანანა სუხიტაშვილი – ასისტენტ პროფესორი.