5-9 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი ერასმუს პარტნიორის – ვარშავის სახვითი ხელოვნების აკადემიის მიწვევით, ქალაქ ვარშავაში იმყოფებოდნენ: სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელი – მაია ყიფიანი, მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი – პროფესორი ნინო მგალობლიშვილი და კანცელარიის უფროსი, ლანა მანაგაძე. შედგა შეხვედრა ვარშავის აკადემიის კანცლერთან და საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აკადემიების სტრუქტურის და მოდელის შესახებ, გაცვალეს გამოცდილება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებშიც.
განხორციელდა ვიზიტი ოთხ სხვადასხვა კამპუსში, შედგა მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობაზე (გაცვლითი სტუდენტური პრაქტიკის ორგანიზება ერასმუს პროგრამის ფარგლებში) და მიმდინარე წლის ივლისში დაიგეგმა ასევე, ვარშავის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში, სამხატვრო აკადემიაში დიპლომების დაცვის პერიოდში. პროფესორმა ნინო მგალობლიშვილმა ჩაატარა ვორქშოფი – მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის. დაიგეგმა ვარშავის აკადემიის მოდის დიზაინის ხელმძღვანელის, მოდის ისტორიის პროფესორის ვიზიტიც – სადიპლომო კომისიის საპატიო წევრის სტატუსით და ვორქშოფი ქართველი სტუდენტებისვის.