საინფორმაციო შეხვედრას – ქანდაკების კურსის შესახებ!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი წარმოგიდგენთ საინფორმაციო შეხვედრას – ქანდაკების კურსის შესახებ!

კურსით დაინტერესებულ მსმენელებს, პედაგოგი დავით მაისურაძე გააცნობს კურსის შინაარსსა და მიზნებს. შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

გელოდებით ოთხშაბათს, 7 მაისს 17:00 საათზე;
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22 – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზი (II სართული).