ერასმუს მობილობის კონკურსი: ლინცი, ავსტრია – ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – თსსა ხელოვნების ისტორიის მიმართულების სტუდენტებისთვის (3 ადგილი), 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი – ავსტრიის, ლინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში Catholic Private University Linz!
გთხოვთ რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
. რეკომენდაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2 ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
აპლიკაციის ბოლო ვადა: 12 მაისი, 2025
საკონტაქტო პირი: ნინო რიგვავა,
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე;
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბმულზე
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus +კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს სასწავლო გრანტი ერიცხება მიმღებ უნივერსიტეტში ჩასვლისა და ადგილზე რეგისტრაციის შემდეგ, რაზედაც სტუდენტი წინსწრებით ინფორმირებულია. მან მზაობა უნდა გამოთქვას გამგზავრებამდე სავალდებულო ხარჯების დაფარვის შესახებ.