აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!!

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე.

2025 წელს აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების ვადები განისაზღვრა შემდეგი სახით:

არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამბარებელთათვის

 აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება – 2025 წლის 28 აპრილიდან 2025 წლის 20 მაისის  ჩათვლით;
გამოცდა ხაზვაში – 2025 წლის 9-10 ივნისი;
 საგამოცდო ნამუშევრების შეფასება – არაუგვიანეს 2025 წლის 11 ივნისი;
 საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა – 2025 წლის 12 ივნისი;
 საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების   წარმოდგენილი  საპრეტენზიო განცხადებების განხილვა – 2025 წლის 13 ივნისი;
 საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება – არაუგვიანეს 2025 წლის 14 ივნისი.

სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების
საბაკალავრო პროგრამებზე ჩამბარებელთათვის:

 აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება – 2025 წლის 28 აპრილიდან 2025 წლის 20 მაისის  ჩათვლით;
გამოცდა  ხატვაში
 გამოცდა გრაფიკაში – 2025 წლის 2-4 ივნისი;
 გამოცდა ფერწერა – 2025 წლის 5-7 ივნისი;
 საგამოცდო ნამუშევრების შეფასება – არაუგვიანეს 2025 წლის 9 ივნისი;
 საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა – 2025 წლის 10 ივნისი;
 საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვა – 2025 წლის 11-12 ივნისი;
 საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება – არაუგვიანეს 2025 წლის 13 ივნისი.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ

1. კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია.
2. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, აბიტურიენტის მიერ თსსა-ს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად.
3. აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისთანავე ენიჭება ინდივიდუალური კოდი, რომელიც წარმოადგენს როგორც კონკურსზე გასვლის თარიღის, ისე გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთრეგისტრაციის ფორმის ველები, აუცილებლად მიუთითეთ სწორი მობილურის ნომერი და ელ. ფოსტა. აგრეთვე პირადი ნომრის ბოლო ოთხი ციფრი, რომელიც წამოადგენს სარეგისტრაციო ნომერთან ერთად აბიტურიენტის ინდივიდივიდუალურ კოდს.

რეგისტრაცია დაიწყება 28 აპრილს!!!

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის საფასური:

კონკურსებში მონაწილეობისათვის, საფასური განისაზღვრება 60 ლარის ოდენობით, თითოეული კონკურსისთვის. გათვალისწინებულ ორივე კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, ჯამური საფასური შეადგენს 120 ლარს.

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები:
(ნებისმიერი ბანკიდან!)
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289

გაეცანით შემოქმედებითი კონკურსის დებულებას!!!