სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი ესპანეთში

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიის ახალი ერასმუს პარტნიორის, ეპანეთის კონსორციუმის “CARTES” მიწვევით, ქალაქებში ვიგო და სანტიაგო დე კომპოსტელაში გამართულ საერთაშორისო კვირეულზე, იმყოფებოდა სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელი, მაია ქოიავა-ყიფიანი.
კონსორციუმი აერთიანებს 18 სახელოვნებო ინსტიტუტს: რესტავრაცია/კონსერვაციის მიმართულებით: ESCRBC Madrid, ESCRBC Galicia, ESCRBC Burgos; ვიზუალური/სახვითი ხელოვნების მიმართულებით: Escuela Duperior de Arte – Mestre Mateo, de Diseno Pablo Picasso, Pamplona, Oviedo, Asturias, Antonio Failde, Ramon Falcon, Catalunya, Coella, CIFP Audiovisual de Vigo, IES Ribeira de Louro, CIFP Imaxe e son, IES puerta Bonita Madrid, ა.შ.
შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი ერასმუს მობილობების და სხვა საერთაშორისო პროექტებში სამხატვრო აკადემიის ჩართულობის შესახებ.