2025 წლის 22-26 აპრილს, ერასმუს პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – არქიტექტურის ფაკულტეტს, ეწვევა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის არქიტეტუქრის ფაკულტეტის დეკანი, RIBA აკრედიტაციის ბორდის წევრი, შენობა-ნაგებობების მემკვიდრეობის ექსპერტი, პროფესორი დენიელ შტოკჰამერი.