ეკატერინე გეგუჩაძის პერსონალური გამოფენა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, გაიმართება ეკატერინე გეგუჩაძის პერსონალური გამოფენა.

გამოფენის კონცეფცია შთაგონებულია საქართველოს მონაწილეობით – Revelations China International Biennial of Crafts and Creation-ში, სადაც ეკატერინე გეგუჩაძის ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი გამოხმაურება დაიმსახურა. შედეგად, ავტორი და მისი გუნდი მიიწვიეს საფრანგეთში, International Fine Craft & Creation Biennal-ზე, სადაც ღვინო და ვენახი არჩეულ იქნა, როგორც ეროვნული მემკვიდრეობისა და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო. გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს როგორც ჩინეთში, ასევე საფრანგეთში წარმოდგენილ ნამუშევრებს. ნამუშევრებში გამოყენებულია სხვადასხვა მასალა და ტექნიკა – თექა, აბრეშუმი, აბრეშმის ქაღალდი და სხვა.

გამოფენის გახსნა: 24 აპრილი, 2025
დრო: 18:00 საათი

დასწრება თავისუფალია!