2025 წლის მაისში, ქალაქ ბერლინში გაიმართება პოსტერების გამოფენა, რომელშიც თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
პროექტს, სახელწოდებით “Window Project” მასპინძლობს საგამოფენო სივრცე “Volkssolidarität”.
მონაწილე სტუდენტების ნამუშევრები და დეტალები გამოფენის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე. მითითებულ ვებ-გვერდზე, ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს სტუდენტებს!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.e-mergingartists.art/exhibition/tbilisi-apollon-kutateladze-state-art-academy/