ბრატისლავას აკადემიის პროფესორების ვორქშოფი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს ვიწვევთ სლოვაკეთის, თსსა ერასმუს პარტნიორი, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD) პროფესორების – Rastislav Sedlacik, Dominik Hlinka ვორქშოფზე, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.
თემა – “Lecture on the Application of Expanded Painting Strategies in the Educational Process”.
ვორქშოფში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბრატისლავას აკადემიის 5 დოქტორანტი. ვორქშოფის დასასრულს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
გთხოვთ, ვორქშოფში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, ვორქშოფის კოორდინატორს გაუგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი-გვარი, სპეციალობა, სწავლის საფეხური და კურსი, მობილური და ელექტრონული ფოსტა.
ვორქშოფის კოორდინატორი: ნატა ნიკოლეიშვილი
593799960
nata.nikoleishvili@art.edu.ge