ცხადდება სტუდენტთა 30 დღინი ერასმუს მობილობის შესარჩევი
კონკურსი თსსა რუმინეთი, „George Enescu” National University of Arts,
· ფერწერის მიმართულების
· თეატრის მხატვრობის მიმართულების
· მოდის დიზაინის მიმართულების
სტუდენტებისთვის – სულ 3 ადგილი, 2025-2026 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრისთვის, რუმინეთი, „George Enescu” National University of Arts
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს,
ფერწერისა და გრაფიკის მიმართულებების ხელმძღვანელებს და კომისიას
წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის
დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 11 აპრილი, 2025
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ თსსა საიიტზე გაეცნოთ ინფორმაციას ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე
აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.