საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი „დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში“

„მოდის დიზაინის“ მიმართულებაზე RECONOMY-ის მხარდაჭერით ორგანიზებულია
საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი „დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში“
პროქტის ხელმძვანელი : ნინო მგალობლიშვილი, პროფესორი, კულტურის კვლევების დოქტორი
პროექტის ფარგლებში სპეციალური მოწვევით მსოფლიოში ცნობილი პლეტის ქსოვილისა და მუყაოს მწარმოებელი კომპანია Al Alamia Plisse-ის სავაჭრო ნიშნის, Global Pleating-ის გუნდის ლიდერი შადი მოჰამედ ჰასანი https://tinyurl.com/57sdyf6y
https://www.facebook.com/share/p/12J9bDvvtqg/
,,Al Alamia Plisse” დაარსებულია 1981 წელს ალექსანდრია-ეგვიპტეში, რომლის სავაჭრო ნიშანი ,,Global Pleating” წარმოადგენს ოჯახის მემკვიდრეობით გადაცემულ ბიზნესს და ითვლება პლეტის ქსოვილებისა და მუყაოს პერსონალიზებული დიზაინების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად (Global Pleating ახორციელებს მომსახურებას მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში)
• პირველად ქართულ სივრცეში განხორციელებული პრაქტიკის ძირითადი თემები – გლობალური T&A (Textile & Apparel) ინდუსტრიის მოთხოვნების გათვალისწინებით :
1. ქსოვილის დიზაინი კეცვისა და ორიგამის ტექნიკებით – ინოვაცია ტანსაცმლის დიზაინში
2. პლეტის ქსოვილების ტექნოლოგიები და მუყაოს პერსონალიზებული დიზაინის შექმნა
3. ყალიბები და დაკეცილი ქსოვილის მოდელები (მუშაობა ნიმუშებზე)
4. ქსოვილის ჭრის მეთოდები, მასალების ტიპების იდენტიფიცირება და დამუშავების ტექნოლოგიები
5. ექსპერიმენტი ქსოვილის სხვადასხვა ფორმებში მოთავსებისა და თერმული დამუშავების მიმართულებით (სამრეწველო დაორთქვლის სიმულაცია)
6. ორიგამის ხელოვნებით შთაგონებული დიზაინის კომბინაციები და პრაქტიკული გამოყენება
7. ყალიბის დამზადების პრაქტიკული ტრენინგი

თარიღები : 22 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით, 2025
ლოკაცია : გრიბოედოვის 22, სართული VI , აუდიტორია 606

პროექტის მხარდამჭერი :
• RECONOMY
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი
• ინიციატივა NK
• სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია