„მოდის დიზაინის“ მიმართულებაზე RECONOMY-ის მხარდაჭერით ორგანიზებულია საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი „დიზაინ ლაბი – ინტერტექსტუალური სინერგია დიზაინში“
პროქტის ხელმძვანელი : ნინო მგალობლიშვილი, პროფესორი, კულტურის კვლევების დოქტორი
პროექტის ფარგლებში სტუდენტთა (BA, MA) და პედაგოგთათვის მთიან სოფელ ღორჯომში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტი) ორგანიზებულია საველე პრაქტიკები, რომლის მიზანია მივიწყებული ქართული ტრადიციული ტექნოლოგიების შესწავლა და სასწავლო პროგრმებში (BA, MA) დანერგვა.
ტუტორი : მზევინარ ირემაძე, მაღალმთანი აჭარის მთის ქარგულობისა და სამთო ქსოვის სპეციალისტი
• https://www.facebook.com/share/p/18W5wGj23m/
• https://www.facebook.com/share/v/1D9WAu1PWk/
• https://www.facebook.com/share/p/12BZzpougVM/
პრაქტიკის ორიენტირი : უნიკალური აჭარული ტრადიციული ქარგვისა და ქსოვის ტექნოლოგიების შესწავლა – სტუდენტებსა და პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარათ ქართული ტრადიციული ქარგვისა და ქსოვის ტექნოლოგიების სპეციალისტი ქ-ნ მზევინარ ირემაძეს საუკეთესო გამოცდილება აჭარული ქარგვისა და ქსოვის მიმართულებით
თარიღები : 24 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, 2024
ლოკაცია : ღორჯომი (აჭარის ავტონომიური რესპუბლ. ხულოს მუნიციპალიტეტი
პროექტის მხარდამჭერი :
• RECONOMY
• TSAA/Fashion Design Portal თსსა/მოდის დიზაინის პორტალი
• ინიციატივა NK