ქანდაკება
ქანდაკების შემსწავლელი ინტენსიური კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მონაწილისთვის ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქანდაკების საბაზისო ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესები; საყალიბე პლასტიკა; საძერწი მასალების (პლასტილინი, თიხა, თაბაშირი და სხვა.) გამოყენებით შექმნას მარტივი და რთული, დეკორატიული და აბსტრაქტული ფორმები; პრაქტიკულად შეასრულოს რელიეფი, ბარელიეფი, გორელიეფი, ასევე ერთჯერადი და მრავალჯერადი ყალიბით შექმნას სასურველი ფორმების რეპროდუქცირება/ტირაჟირება.
აღნიშნული კურსის მონაწილე შეიძლება გახდეს ყველა სრულწლოვანი დაინტერესებული პირი/პირთა ჯგუფები, ვისაც სურს ქანდაკების პროფესიის გაცნობა და შესწავლა.
კურსის მოცულობა: 96 აკადემიური საათი;
კურსის ხანგრძლივობა : 3 თვე
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
შაბათი- 11:00 სთ;
კვირა – 12:00 სთ;
მეცადინების ხანგრძლივობა: 4 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ალ.გრიბოედოვის ქ.22
კურსს გაუძღვება: დავით მაისურაძე, მხატვარი, მოქანდაკე;
კურსის ღირებულება – 1300 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი