სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტი – კერამიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის – კერამიკის მიმართულების სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტში (Kastamonu University, https://www.kastamonu.edu.tr/).
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს, წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· პორტფოლიო,
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
. სტუდენტებს გთხოვთ თსსა ვებ-გვერდზე, გაეცნოთ ინფორმაციას ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’.
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.