აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

განახლებული ინფორმაცია, საინფორმაციო შეხვედრის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის უწყვეტი განათლების ცენტრი და რესტავრაცია-კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, გიწვევთ აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსის – “სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება” გაცნობით შეხვედრაზე.
კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მიზნით, აპირებენ ჩააბარონ საგანი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
შეხვედრა შედგება კურსის პედაგოგთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან.
ჩატარდება: პარასკევს, 11 ოქტომბერს 13:30 საათზე, სამხატვრო აკადემიაში – აუდიტორია B5
მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქ.N22