ERASMUS – ფოტოგრაფიის პროფესორის ვორქშოფი – პოლონეთის, ქალაქ გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემია

2024 წლის 14-18 ოქტომბერს, თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულებას ეწვევა სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი – პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიის “Academy of Fine Arts, Gdańsk”, ფოტოგრაფიის პროფესორი, Lucyna Kolendo.
16-17 ოქტომბერს, ჩატარდება ვორქშოფი მედია ხელოვნების ფაკულტეტის, ფოტოგრაფიის მიმართულების და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის.
ვორქშოფის თემა – Combining Photography and creative writing.
ვორქშოფის მოთხოვნები და დეტალები იხილეთ დანართში.
სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო ვორქშოფის სერტიფიკატები!
ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური
nestan.tsiklauri@art.edu.ge