ERASMUS – განახლებული ინფორმაცია

ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი თსსა დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – ზალცბურგის საერთაშორისო/ინტერდისციპლინარულ დიზაინ კვირეულში (12 ადგილი: 4 ადგილი – სამრეწველო დიზაინი, 4 ადგილი ავეჯის პროექტირება და ხის მხატვრული დამუშავება, 1 ადგილი – ტექსტილის დიზაინი, 1 ადგილი – მხატვრული კერამიკა, 1 ადგილი – მხატვრული მინა, 1 ადგილი – სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკა) მონაწილეობის მისაღებად, 2024 წლის დეკემბერში.
ორგანიზატორი – ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH Salzburg University of Applied Sciences KUCHL.
პროექტი ხორციელდება ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში – ზალცბურგის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, პირველ ეტაპზე ფაკულტეტის კოორდინატორს გაუგზავნოთ ქვემოთ მითითებულ მეილზე შემდეგი ინფორმაცია:
· CV
. ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
. მოტივაციის წერილი
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ან/და ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა!
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ,წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 25 ოქტომბერი.
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
593799960

გაითვალისწინეთ, რომ ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, კონკურსის ფარგლებში დაინიშნება კომისიასთან შეხვედრა, სადაც უნდა წარადგინოთ თქვენი პორთფოლიო ინგლისურ ენაზე.
დიზაინ კვირეულში მონაწილეობისთვის, კონკურსში გამარჯვებულ – თსსა დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, გადაეცემათ ერასმუს მოკლევადიანი მობილობის გრანტი.