ტრენინგების ციკლი “ციტირების ტიპები. სახელმძღვანელო კურსი”

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევების სამსახური, სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგების ციკლზე – “ციტირების ტიპები. სახელმძღვანელო კურსი”

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ციტირების დასავლურ სტანდარტებს.

ტრენინგების სერია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

lციტირების ტიპები

ციტირების სტილები

ციტირების რომელი სტილი უნდა შევარჩიო სამეცნიერო კვლევის დისციპლინიდან გამომდინარე?

ციტირების წესები პლაგიატის თავიდან ასარიდებლად

სამეცნიერო აპლიკაციების გამოყენება ოფისის პროგრამებში ციფრული მასალის კორექტული ციტირებისთვის

ტრენინგებს წარუძღვება: თსს აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თსს აკადემიის ასისტენტ პროფესორი, თამარ შავგულიძე

ტრენინგების დაწყების თარიღი – 2024 წლის 25  ნოემბერი

ტრენინგების ჩატარების ფორმატი – ონლაინ

ტრენინგები უფასოა – თსს აკადემიის მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის.

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, თსს აკადემიის კორპორატიული მეილიდან მოგვწერეთ მისამართზე: ard.dep@art.edu.ge

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ტრენინგის დასახელება.

რეგისტრაციის  ბოლო ვადა – 2024 წლის 15 ნოემბერი