2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევების სამსახური, სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგების ციკლზე – “კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება”.
ტრენინგების ფარგლებში:
მონაწილეები გაეცნობიან კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ევროპული სტანდარტებს.
ტრენინგების სერია მოიცავს შემდეგ საკითხებს:
პასუხისმგებლიანი კვლევის კულტურა და მისი ხელშეწყობა; პლაგიარიზმის პრობლემები და საზღვრები;
არაკეთილსინდისიერი კვლევა – გაფრთხილება და აღკვეთა (კარგი კვლევითი გამოცდილებისათვის პირობების შექმნა); კვლევაში ჩართული რესპოდენტების დაცვის მექანიზმები;
არაკეთილსინდისიერ ქცევათა ანგარიშწარმოება და მართვა აკადემიურ და კვლევით გარემოში;
დარღვევების შემთხვევაში მორალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება (გამიჯვნა,დეაქტივაცია) და UKRIO-ს პროცედურები დარღვევებზე რეაგირებისას;
კვლევის ეთიკის კომიტეტები;
საავტორო და საგამომცემლო ეთიკა, პოლიტიკის დანერგვა; გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები;
კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის როლი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ტრენინგებს წარუძღვებიან: თსს აკადემიის სამეცნიერო და შემოქმედებითი კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თამარ შავგულიძე და თსს აკადემიის მოწვეული ლექტორი, ქრისტინე დარჩია.
ტრენინგების დაწყების თარიღი – 2024 წლის 15 ოქტომბერი
ტრენინგების ჩატარების ფორმატი – ონლაინ
ტრენინგები უფასოა – თსს აკადემიის მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, თსს აკადემიის კორპორატიული მეილიდან მოგვწერეთ მისამართზე: ard.dep@art.edu.ge
რეგისტრაციის ვადა ბოლო ვადა – 2024 წლის 12 ოქტომბერი
ტრენინგები ხორციელდება პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირი, ERASMUS+