სტუდენტთა მობილობა – ჩეხეთის, პრაღის სახვითი ხელოვნების აკადემია

ჩეხეთის, პრაღის სახვითი ხელოვნების აკადემია – Academy of Fine Arts in Prague – AVU, იწვევს თსსა სტუდენტებს მობილობისთვის, 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში (სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა ყველა სხვა ხარჯს ფარავს სტუდენტი).
საკონტაქტო პირი: Talacko Pavlína
avuinternational@avu.cz
pavlina.talacko@avu.cz
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.