სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი, ‘დიზაინ კვირეული’, ზალცბურგი, ავსტრია (დიზაინის ფაკულტეტი)

ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი თსსა დიზაინის ფაკულტეტის, საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ზალცბურგის საერთაშორისო/ინტერდისციპლინარულ დიზაინ კვირეულში (12 ადგილი) მონაწილეობის მისაღებად ა.წ. დეკემბერში, რომლის ორგანიზატორია ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH Salzburg University of Applied Sciences KUCHL-ის კამპუსში.
პროექტი ხორციელდება ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში ზალცბურგის უნივერსიტეტთან.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
. მოტივაციის წერილი
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ან/და ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ოქტომბერი
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge593799960
დიზაინ კვირეულში მონაწილეობისთვის, კონკურსში გამარჯვებულ – თსსა დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, გადაეცემათ ერასმუს მოკლევადიანი მობილობის გრანტი!