თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის
კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში, 2024 წლის გაზაფხულზე ჩატარდა თორმეტი ტრენინგი კვლევის
ეთიკისა და კეთილსინდისიერების ევროპული სტანდარტების შესახებ. ტრენინგებს ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის კვლევითი ერთეულების
სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები, მოწვეული პედაგოგები, აკადემიური პერსონალი. ტრენინგებს წარუძღვნენ თსს აკადემიის სამეცნიერო და
შემოქმედებითი კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თამარ შავგულიძე და თსს აკადემიის მოწვეული ლექტორი, ქრისტინე დარჩია.
ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: პასუხისმგებლიანი კვლევის კულტურა და მისი ხელშეწყობა; პლაგიარიზმის პრობლემები და საზღვრები;
არაკეთილსინდისიერი კვლევა – გაფრთხილება და აღკვეთა (კარგი კვლევითი გამოცდილებისათვის პირობების შექმნა); კვლევაში ჩართული რესპოდენტების
დაცვის მექანიზმები; არაკეთილსინდისიერ ქცევათა ანგარიშწარმოება და მართვა აკადემიურ და კვლევით გარემოში; დარღვევების შემთხვევაში მორალური
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება (გამიჯვნა,დეაქტივაცია) და UKRIO-ს პროცედურები დარღვევებზე რეაგირებისას; კვლევის ეთიკის კომიტეტები;
საავტორო და საგამომცემლო ეთიკა, პოლიტიკის დანერგვა; გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები; კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის
როლი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროექტი „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა
ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
https://ethics.iliauni.edu.ge/