თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს, ქალის ზედა ტანსაცმლის კონსტრუირება.
კურსის მიზანია, ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს, მოკლე დროში, შეასწავლოს ქალის ზედა ტანსაცმლის კონსტრუირება და სამკერვალო ტექნოლოგიების გამოყენებით, მანეკენზე ან საკუთარ სხეულზე მორგებით, მიაღებინოს მზა პროდუქტი. (ასორტიმენტის თავისუფალი არჩევანი – კაბა, კორსეტი, ჟილეტი, თხელი ლაბადა).
კურსის მოცულობა: 24 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:
პარასკევი – 18:00-20:30 სთ;
შაბათი – 11:00-13:30 სთ;
მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ.N47 – სამხატვრო აკადემია;
კურსს გაუძღვება ლეილა ენუქიძე – თსსა მოდის დიზაინის მიმართულების მოწვეული პედაგოგი, კომპანია ,,LIYA’’ მთავარი კონსტრუქტორი;
კურსის ღირებულება – 450 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი;
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
595147727 თინათინ ბატიაშვილი
თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center