13 აპრილს, წინანდლის მამულში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და “სილქ როუდ ჯგუფს” შორის. ღონისძიება გაიმართა კირილე ზდანევჩის გამოფენის პარალელურად, რომელიც წინანდლის მამულში ამავე დღეს გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია კირილე ზდანევიჩის 11 ნამუშევარი – გივი ფარასტაშვილის კოლექციიდან. გამოფენის დათვალიერების მსურველებს წინანდლის მუზეუმი, ორი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.