სახვითი ხელოვნება - მიმართულებები

მიმართულების მიზანია, მოამზადოს ქანდაკების სფეროში კვალიფიცირებული ექსპერიმენტატორი მხატვარი, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი როლი და ადგილი, როგორც ადგილობრივ ასევე მსოფლიო არქიტექტურულ, პოლიმორფულ სივრცეში; აგრეთვე შეეძლება თავისი შემოქმედების განხილვა მსოფლიო თუ ადგილობრივი ხელოვნების კონტექსტში. მიმართულება ყურადღებას ამახვილებს ეთნოსპეციფიკური, დარგობრივი და მომიჯნავე სახვითი დისციპლინების, ასევე ხელოვნების ისტორიის კურსებსა და ზოგად თეორიულ დისციპლინებზე: ესთეტიკა, ფილოსოფია, კულტუროლოგია და სხვა.

პედაგოგები:
გიორგი ჟღენტი, ასოცირებული პროფესორი
ირაკლი ღონღაძე, მოწვეული პედაგოგი
ლევან მუზაშვილი, მოწვეული პედაგოგი
ელისაბედ ეპიტაშვილი, მოწვეული პედაგოგი
ნოდარ როსტიაშვილი, მოწვეული პედაგოგი