მიმართულებები
მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი თინათინ კლდიაშვილი საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ეთნოკულტურულმა თვითმყოფადობამ, მეურნეობის გარკვეული დარგების, კერძოდ, მეცხვარეობის განვითარებამ (შალის ნართის წარმოება) ხელი შეუწყო ტექსტილის წარმოების ჩამოყალიბებას. ბუნებრივი საღებავებით, რითაც წარსულში ნართი იღებებოდა, მდიდარი ფერთა გამა მიიღებოდა. იქმნებოდა და დღესაც იქმნება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა: ფარდაგი, ხალიჩა, თექა, აქსესუარები. საქართველოში ტექსტილის წარმოების ტრადიციის არსებობამ წარმოქმნა თსსა-ში მისი შესწავლის აუცილებლობა. 1959 წელს გამოყენებით–დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტზე შეიქმნა ქსოვილების კათედრა.ამ დარგის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო თანამედროვე ქართული ტექსტილის დიზაინის განვითარებას. საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია : პროგრამა ითვალისწინებს ტექსტილის ხელოვნების დარგების ათვისებას და შესწავლას სრული ტექნოლოგიური და კრეატიული პაკეტით ტექსტილის წარმოებაში, ესთეტიკური და ტექნიკური ასპექტებით, როგორც დეკორატიულ, ისე გამოყენებით სფეროში. ესენია: ხალიჩა, ფარდაგი, თექა, გობელენი, ბატიკა, ჟაკარდული ქსოვილი, საავეჯე ქსოვილი, საკაბე ქსოვილი, ლურჯი სუფრები, ქსოვილის მოჩითვა (ბათიკა, შიბორი, პრინტი), ქვილთი და ა. შ. ეს დარგები ხორციელდება: შალის, აბრეშუმის, ბამბის, სელის და ხელოვნური ქსოვილის და სხვათა მასალის ნედლეულით. ქსოვილი სრულდება მოთელვის, ქსოვის, მოხატვის, მოჩითვის და ღებვის (ხელით და მექანიკური მეთოდით) ტექნოლოგიებით. დისციპლინა მოითხოვს ტრადიციულ მეთოდზე დაყრდნობით. ძველი და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კრეატიულ ხედვას და აზროვნებას, ვიზუალური ფორმების ფუნქციების გაგებას პროდუქციის წარმოებასთან მიმართებაში. პროგრამა ორიენტიერებულია ამ დარგების დიზაინერების (სპეციალისტების) აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ ტექსტილის დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ასევე, პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ხატვა, ფერწერა), აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ არჩევით საგნებს. სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია : სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს ტექსტილის დიზაინის ძირითადი პრინციპების საფუძვლიან შესწავლა-გაცნობიერებას, როგორც შემოქმედებით, ისე სამრეწველო-გამოყენებით სფეროში, ამ სფეროებისათვის აუცილებელი კრეატიული და ტექნოლოგიური კვლევითი უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 21-ე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებიდან გამომდინარე, ტექსტილის დიზაინს საკმაოოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელოვნებო სივრცეში. ამის გათველისწინებით, პროგრამა ორიენტირებულია აღზარდოს დამოუკიდებელი მხატვარი – შემოქმედი, რომელიც პროგრამის გავლის შედეგად მიღებული კრეატიული და ტექსტილის დიზაინისა და მისი მომიჯნავე დარგების თანამედროვე ტექნოლოგიური უნარებით აღჭურვილი, დამოუკიდებლად შეძლებს წარმატებულ შემოქმედებით მოღვაწეობას თანამედროვე დიზაინერულ სივრცეში. ქვეყნის დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებული აქტუალური სფეროები, როგორიცაა: მშენებლობა, ტურიზმი, ინდმეწარმეობა,ფართოO სპექტრს ქმნის პროგრამის კურსდამთავრებულთა რეალური დასაქმებისათვის. თანამედროვე ინტერიერის დიზაინი წარმოუდგენელია კრეატიული თუ გამოყენებითი ტექსტილის აქსესუარების გარეშე. ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტრადიციული მაღალხარისხოვანი ეროვნული სასუვენირე ნაკეთობები, სადაც ტექსტილის დიზაინის სპეციფიკით შესრულებული უნიკალური ნაკეთობები, როგორიცაა : საერო და სასულიერო ნაქარგობა,თექისა თუ ხალიჩისა და ფარდაგის ტექნიკით შესრულებული ნიმუშები, გვიანი შუა საუკუნეების მოჩითული ქსოვილები თუ ,, ლურჯი სუფრები” საუკუნეების მანძილზე ქართული ეროვნული საგანძურის სიამაყეს წარმოადგენდა… ამრიგად, პროგრამა შემუშავებულია სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესისათვის და ორიენტირებულია სტუდენტთა პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავებასა და სრულყოფაზე. პროგრამის გავლის შედეგად მაგისტრატურის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექსტილის დიზაინის სფეროში მომუშავე მაღალკვალიფიციური სპეციალისტისათვის აუცილებელი ცოდნითა და კრეატიულ-ტექნოლოგიური უნარებით. პედაგოგები: |