1. |
  2. ფაკულტეტები
  3. |
  4. დიზაინი
  5. |
  6. სამკაულის და ლითონის დეკორატიული...

მიმართულებები

მიმართულების ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ანდრო გიორგაძე

1969 წელს შეიქმნა ლითონების დამუშავებისა და საიუველირო ნაწარმის კათედრა.

2003 წლიდან ჩამოყალიბდა ტიხრული მინანქრისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის სპეციალობები. გაიხსნა ლაბორატორია-სახელოსნოები: შემოქმედებითი ექსპერიმენტული ტიხრული მინანქრის ლაბორატორია, საიუველირო ლაბორატორია-სახელოსნო, ლითონის დამუშავების, ჭედვა-ჭედურობის და მექანიკურ-ინსტრუმენტული სახელოსნოები.

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია

საბაკალავრო პროგრამა ფოკუსირებულია მისცეს სტუდენტს ფართო და ზოგადი ცოდნა დარგის მიმართულებით, მოიცავს კომპლექსურ, კვლევით, მხატვრულ-ესთეტიკური, შემოქმედებითი, ტექნოლოგიური , პრაქტიკულ-ლაბორატორიული მუშაობის სინთეზურ პროცესებს, როგორც ინდივიდუალური შემოქმედებითი და ექსკლიუზიური ხელნაკეთი ტექნოლოგიების, ასევე საწარმოო ინდუსტრიული და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ფერადი და შავი ლითონებისა და სხვა მასალათა მხატვრულ დამუშავებას, საიუველირო და სამჭედლო ხელოვნებას, რომელიც თავის მხრივ ტექნიკური შესრულების მრავალფეროვნებით ხასიათდება – მეტალების და მათი შენადნობების მხატვრული სხმულების მიღება, ჭრა, გრავირება, მოსევადება, მომინანქრება/ინკუსტრაციით დამუშავება და სხვა. მასალის და ტექნიკის მრავალფეროვნება იძლევა სხვადასხვა დიზინერული და ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრის საშუალებას, როგორც საიუველირო საქმეში, ისე ინტერიერსა თუ ექსტერიერის გაფორმების მიმართულებით. პროგრამა მოიცავს სავალდებულო ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), ჰუმანიტარულ დისციპლინებს – ხელოვნების ისტორია (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), უცხო ენა, ფილოსოფია და არჩევითი საგნებს, ციფრულ ტექნოლოგიებს.

სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია

დისციპლინის სფერო წარმოადგენს ქართული ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს დარგს, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი განვითარების ისტორია აქვს და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც დარგი დღესაც ინარჩუნებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს თანამედროვე დეკორატიულ, გამოყენებით სფეროში. თანამედროვე მაღალი ხარისხის მხატვრული საიუველირო ნაწარმისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის განვითარების, დიზაინერული იდეების ორიგინალური ნიმუშების შექმნაზეა ორიენტირებული და დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნების სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მოიცავს ფერადი, შავი ლითონებისა და სხვა მასალათა მხატვრულ დამუშავებას. საიუველირო და სამჭედლო ხელოვნებას, რომელიც თავის მხრივ ტექნიკური შესრულების მრავალფეროვნებით ხასიათდება – იქნება ეს მეტალების და მათი შენადნობების მხატვრული სხმულების მიღება, ჭრა, გრავირება, მოსევადება, მომინანქრება, ინკუსტრაციით დამუშავება და სხვა. მასალის და ტექნიკის მრავალფეროვნება იძლევა სხვადასხვა დიზინერული და ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრის საშუალებას, როგორც საიუველირო საქმეში, ისე ინტერიერსა თუ ექსტერიერის გაფორმების მიმართულებით.სწორედ ეს განაპირობებს ამ პროფესიის მქონე სპეციალისტებზე მზარდ მოთხოვნას. ხელოვნების ამ დარგში ქართულმა კულტურამ შემოგვინახა არა მარტო სავსებით სრულქმნილი ნაწარმოებები, არამედ გამოიმუშავა სპეციფიკური ხასიათი, რომელიც საუკუნეებით დაგროვილი გამოცდილებისა და ადგილობრივი ტრადიციების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. შესაბამისად , აღნიშნულ სფეროში დარგის მდიდარ ეროვნულ და საერთშორისო ტრადიციასა და კულტურაზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია მისი დაცვა და განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც ამ მიმართულებით,როგორც პროგრამის ,ისე უმაღლესი სახელოვნებო განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიოროტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

დარგის მიმართულებები მრავალფეროვანია, მოიცავს კომპლექსურ, კვლევით, მხატვრულ-ესთეტიკური, შემოქმედებითი, ტექნოლოგიური , პრაქტიკულ-ლაბორატორიული მუშაობის სინთეზურ პროცესებს, როგორც ინდივიდუალური შემოქმედებითი იდენტურობის განვითარებისა და ექსკლიუზიური ხელნაკეთი ტექნოლოგიების, ასევე საწარმოო ინდუსტრიული და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სერიული წარმოების მიზნით სამაგისტრო პროგრამა შეიცავს მეორე საფეხურზე აღმავალ

პროფესიონალურ კომპეტენციებს. პროგრამის ხერხემალი ეფუძვნება I საფეხურზე (საბაკალავრო) მიღებული განათლების გაღრმავებას. დასახული კრეატიული დიზაინერული თუ კვლევითი ამოცანის ორგანულ გადაჭრა-განხორციელებას. პროგრამა შედგენილია თემატური იდეის, მასალაში შესრულების, რთული აზროვნებისა და ახალი ტექნოლოგიებისა და თუ დაკარგული ტექნოლოგიების აღმოჩენის ბაზაზე. დარგის, გამოცდილების და განვითარების გათვალისწინებით შეძენილი უნარ-ჩვევები იძლევა იმ ცოდნას რომელიც ადეკვატურია მსოფლიოს სხვა და სხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამების, მხოლოდ შეჯერებულია უშუალოდ ქართულ ტრადიციასა და კულტურასთან , როგორც დარგის გამოცდილებით. პროგრამა აღრმავებს საიუველირო და ლითონის დამუშავების ხელოვნებაში ძირითად მასალებთან მუშაობის კომპეტენციებს, მათ სინთეზს სხვა და სხვა დამხმარე მასალებთან (ლითონი, შამოტი, ხე, თაბაშირი) და კვლევას. ტექნოლოგია-ტექნიკები ხორციელდება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით, დაგროვილი თეორიული ცოდნის მობილიზაციისა და პრაქტიკულად მისი განხორციელების საფუძველზე, შემდეგ კი ამ კომპეტენციების სინთეზით დისციპლინა მოითხოვს ესთეტიკურ, კრეატიულ მონუმენტურ აზროვნებას და ვიზუალური ფორმების ფუნქციონალურ დანიშნულებას მიზნობრივი ორიენტირებით, ასევე ინტერიერსა და ექსტერიერში. პროგრამა ორიენტირებულია დარგის სპეციალისტების პროფესიონალურ აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული თანამედროვე და უძველესი ტექნოლოგიების გამოყენების სინთეზით და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ასევე, პროგრამა მოიცავს, როგორც ვიზუალური ხელოვნების II საფეხურის სამაგისტრო კურსს: ხატვა, ფერწერა, ქანდაკება, აგრეთვე ხელოვნების ისტორიას, ციფრულ ტექნოლოგიებს და ზოგად არჩევით საგნებს. იგი ორიენტირებულია თანამედროვე ქართული მხატვრული დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტების აღზრდაზე, რომლებიც მომავალში თავად ასწავლიან ამ დისციპლინებს, როგორც უმაღლეს ისევე ზოგადსანამანათლებლო დაწესებულებებში. ამრიგად,პროგრამის სწავლების სტრატეგია არის კომპლექსური მიდგომა, სადაც სამეცნიერო-თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, შემოქმედებით- საშემსრულებლო და პრაქტიკული საქმიანობის ტექნიკურ – ტექნოლოგიური პროცესების სინთეზით ,იქმნება მუდმივად განვითარებადი საგანმანათლებლო სისტემა, რაც საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ შესაბამისი დარგის კვალიფიცირებული სპეციალისტები.

პროგრამა შემუშავებულია სახელწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესისათვის და არის სტუდენტთა პროფესიული და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავებასთან და სრულყოფასთან განუყოფელ კავშირში.

პროგრამის ხელმძღვანელი :

სოსო ქოიავა, მოწვეული პროფესორი , საიუველირო და ლითონის დამუშავების ხელოვნების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი

პედაგოგები:
ანდრო გიორგაძე, ასოცირებული პროფესორი
ნიკოლოზი ბერიანიძე, ასისიტენტ პროფესორი
ნათია ნიკოლაიშვილი, ასისიტენტ პროფესორი
პაატა საბაშვილი, ასისიტენტ პროფესორი