ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის მიმართულების
სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის – ესპანეთის, კასტელოს ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, მოდის დიზაინის ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები
ინგლისურ ენაზე:
პორტფოლიო
CV
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
მოტივაციის წერილი
ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ, წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ)
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურის მე-3 კურსიდან მაღლა და მაგისტრატურის სტუდენტებს
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 28/10/2024
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე
https://art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.
ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი თსსა დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის – ზალცბურგის საერთაშორისო/ინტერდისციპლინარულ დიზაინ კვირეულში (12 ადგილი: 4 ადგილი – სამრეწველო დიზაინი, 4 ადგილი ავეჯის პროექტირება და ხის მხატვრული დამუშავება, 1 ადგილი – ტექსტილის დიზაინი, 1 ადგილი – მხატვრული კერამიკა, 1 ადგილი – მხატვრული მინა, 1 ადგილი – სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკა) მონაწილეობის მისაღებად, 2024 წლის დეკემბერში.
ორგანიზატორი – ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH Salzburg University of Applied Sciences KUCHL.
პროექტი ხორციელდება ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში – ზალცბურგის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, პირველ ეტაპზე ფაკულტეტის კოორდინატორს გაუგზავნოთ ქვემოთ მითითებულ მეილზე შემდეგი ინფორმაცია:
· CV
. ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
. მოტივაციის წერილი
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ან/და ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა!
. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ,წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 25 ოქტომბერი.
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
593799960
გაითვალისწინეთ, რომ ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, კონკურსის ფარგლებში დაინიშნება კომისიასთან შეხვედრა, სადაც უნდა წარადგინოთ თქვენი პორთფოლიო ინგლისურ ენაზე.
დიზაინ კვირეულში მონაწილეობისთვის, კონკურსში გამარჯვებულ – თსსა დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, გადაეცემათ ერასმუს მოკლევადიანი მობილობის გრანტი.
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა დიზაინის ფაკულტეტის – სამრეწველო დიზაინის და ავეჯის
პროექტირებისა და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი) 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Salzburg University of Applied Sciences.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, ფაკულტეტის დეკანს, შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელებსა და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი
დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
· პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ან/და ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
· განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (გთხოვთ,
წარმოადგინოთ განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
▫️საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 7 ოქტომბერი, 2024 წელი
საკონტაქტო პირი: ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995593799960
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბმულზე
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი
.ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.
ცხადდება პერსონალის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი ერასმუს მობილობისთვის თსსა დიზაინის ფაკულტეტის ერასმუს პარტნიორ – თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტში, საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. ა.წ. 14-19 ოქტომბერს.
კვირეული მიეძღვნება უნივერსიტეტებში ერასმუს+ პროგრამის განხორციელების რეგულაციებს და პარტნიორული თანამშრომლობის გაფართოებას.
შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს შერჩევას აპლიკანტის შესაბამის სამსახურში/ფაკულტეტზე და ოფიციალურ ნომინირებას.
აპლიკანტის საბოლოო შეჩევა შედგება კასტამონუს უნივერსიტეტის მიერ.
გთხოვთ დანართში იხილოთ აპლიკაციის ფორმა და მოტივაციის ფორმა, და სააპლიკაციო ბმული დოკუმენტების ასატვირთად
https://erasmus.kastamonu.edu.tr/index.php/component/content/article/incoming-ka171-personel-call?catid=20&Itemid=101
აპლიკაციის პროცესი მოიცავს შემდეგი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენას (თსსა ტიტულიან ქაღალდზე, ოფიციალური პირის ხელმოწერით და ბეჭდით, ინგლისურ ენაზე):
კასტამონუს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა
ფოტო
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ან სერტიფიკატი
მოტივაციის წერილი
აპლიკანტის ნომინაციის წერილი შესაბამისი სამსახურის/ფაკულტეტის კომისიის დასკვნის საფუძველზე
ცნობა სამსახურიდან, აპლიკანტის სამუშოა გამოცდილების ხანგრძლივობის მითითებით
აპლიკაციის წარდგენის დედლაინი: 10 აგვისტო, 2024
საკონტაქტო პირი:
თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების, დიზაინის ფაკულტეტის და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტების და ერასმუს პროგრამის კოორდინატორი ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge
საქართველოსა და იტალიის მეგობრობის საფუძველზე იტალიის მუნიციპალიტეტ
ჩიჩერალეში იგეგმება ნიკო ფიროსმანის სახელობის ქუჩის გახსნა.
თსსა-სა და იტალიის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიის საელჩოს
ეგიდით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება კონკურსი
დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულების სტუდენტებისათვის.
კონკურსის მიზანია ამავე ქუჩის შენობებისათვის დამზადდეს ნუმეროლოგიის
განმსაზღვრელი აბრები, ობიექტი ზომებით 15X10 სმ, თავისუფალი თემის კერამიკული
ფილა.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი 5 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი
დაჯილდოვდება.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. მონაწილეთა რეგისტრაცია
2. კონკურსანტთა მიერ შესასრულებელი კერამიკული ფილის ოდენობის განსაზღვრა
3. კერამიკული ფილების დამზადების პროცესი
4. შეფასება
5. მონტაჟი
რეგისტრაციის ვადები 17/06 – 18/06
სარეგსტრაციო პროცედურისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს
ნესტან წიკლაური
არქ. ფაკულტეტის დეკანატი მე 9 სართული