სტუდენტების საყურადღებოდ!
ცნობილი ქართველი კოლექციონერის, ერთ-ერთი პირველი გალერისტისა და არტ-ექსპერტის, არჩილ დარჩიას ოჯახი აცხადებს კონკურსს, მისი სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. დეტალები იხილეთ თანდართულ ბმულზე
Zeno Franchini -ს პრეზენტაცია
13 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია უმასპინძლებს “IED Istituto Europeo di Design” პროფესორს ტურინიდან, სოციალურ დიზაინერს, Zeno Franchini პრეზენტაციას თემებზე – პოსტინდუსტრიულიდან სოციალურ დიზაინერობამდე.ფრანკინი გახლავთ POLIMI-სა და Design Academy Eindhoven კურსდამთავრებული. ამჟამად “Marginal Studio”-ს თანადამფუძნებელია. მისი ძირითადი შემოქმედებითი მიმართულებაა ობიექტების შექმნა, ტრადიციების გაცოცხლება და თანამედროვე სოციალური გარემოს პრობლემების მოწესრიგება. ამჟამად თანამშრომლობს პალერმოს […]
ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მონიკა ლაიშლ-კისლის საჯარო ლექცია.
ERASMUS 2 მაისი, 2025 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მონიკა ლაიშლ-კისლის საჯარო ლექცია. ლექცია შეეხო გენდერული კვლევების ფარგლებში დიალოგს ისტორიასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის.
ვროცლავის ხელოვნების აკადემიის ასისტენტ პროფესორი – მაჩეი იაროშჩუქის ვიზიტი
30აპრილი – 1 მაისი, 2025 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, თანამშრომლობის მობილობის ფარგლებში, ესტუმრა ვროცლავის ხელოვნების აკადემიის ასისტენტ პროფესორი – მაჩეი იაროშჩუქი. სტუმარი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს და სხვა წარმომადგენლებს, ასევე მან სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით პრეზენტაცია-ვორქშოფი გამართა.