პროფესორ მონიკა ლაიშლ-კისლის ვიზიტი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში

ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე და ფილოსოფოსი მონიკა ლაიშლ-კისლი, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ერასმუს მობილობის ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში იმყოფება. ის ჩაატარებს თემატურ ლექციებსა და სემინარებს – გენდერული კვლევების, სემიოტიკის და ესთეტიკის საკითხების შესახებ. პროფესორი ლაიშლ-კისლი 28, 29, და 30 აპრილს 17:00 საათზე ჩაატარებს ლექციებს, ხოლო 2 მაისს გამართავს საჯარო ლექციას – სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის.

ვროცლავის ხელოვნების აკადემია – რეგისტრაცია საერთაშორისო ვორქშოფზე

2025 წლის 19-23 მაისს, მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში (სტუდენტთა და პესონალის ერასმუს გაცვლითი მობილობები), თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიას ეწვევა ERASMUS პარტნიორი, პოლონეთის, ვროცლავის ხელოვნების აკადემიის – სახვითი ხელოვნების მიმართულების პროფესორი Alicja Pruchniewicz, რომელიც ჩაატარებს ვორქშოფს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ვორქშოფის დასასრულს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები გთხოვთ ქვემოთ იხილოთ პრეზენტაციის/ვორქშოფის თემა და გაიაროთ რეგისტრაცია! საკონტაქტო […]

სასტიპენდიო პროგრამა – რუმინეთი

რუმინული საინვესტიციო და უცხოური ვაჭრობის სააგენტოს მიერ 2025-2026 სასწავლო წლისთვის, ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიებით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burse2025@arice.gov.ro განაცხადების წარდგენის ვადებია: 2025 წლის 1 აპრილი – 15 მაისი. დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე

სტუდენტთა ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – გერმანია, ოსნაბრუკის უნივერსიტეტი – ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის – 2 ადგილი, 2025-2026 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრისთვის, გერმანიის – ოსნაბრუკის უნივერსიტეტში (Osnabrück University). ▫️აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, ტექსტილის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: * პორტფოლიო * CV * ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) * მოტივაციის წერილი […]