1. |
  2. 2025
  3. |
  4. აპრილი

პროფესორ მონიკა ლაიშლ-კისლის ვიზიტი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში

ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე და ფილოსოფოსი მონიკა ლაიშლ-კისლი, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ერასმუს მობილობის ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში იმყოფება. ის ჩაატარებს თემატურ ლექციებსა და სემინარებს – გენდერული კვლევების, სემიოტიკის და ესთეტიკის საკითხების შესახებ. პროფესორი ლაიშლ-კისლი 28, 29, და 30 აპრილს 17:00 საათზე ჩაატარებს ლექციებს, ხოლო 2 მაისს გამართავს საჯარო ლექციას – სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის.

ვროცლავის ხელოვნების აკადემია – რეგისტრაცია საერთაშორისო ვორქშოფზე

2025 წლის 19-23 მაისს, მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში (სტუდენტთა და პესონალის ერასმუს გაცვლითი მობილობები), თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიას ეწვევა ERASMUS პარტნიორი, პოლონეთის, ვროცლავის ხელოვნების აკადემიის – სახვითი ხელოვნების მიმართულების პროფესორი Alicja Pruchniewicz, რომელიც ჩაატარებს ვორქშოფს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ვორქშოფის დასასრულს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები გთხოვთ ქვემოთ იხილოთ პრეზენტაციის/ვორქშოფის თემა და გაიაროთ რეგისტრაცია! საკონტაქტო […]

სასტიპენდიო პროგრამა – რუმინეთი

რუმინული საინვესტიციო და უცხოური ვაჭრობის სააგენტოს მიერ 2025-2026 სასწავლო წლისთვის, ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიებით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burse2025@arice.gov.ro განაცხადების წარდგენის ვადებია: 2025 წლის 1 აპრილი – 15 მაისი. დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე

სტუდენტთა ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – გერმანია, ოსნაბრუკის უნივერსიტეტი – ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის – 2 ადგილი, 2025-2026 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრისთვის, გერმანიის – ოსნაბრუკის უნივერსიტეტში (Osnabrück University). ▫️აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, ტექსტილის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: * პორტფოლიო * CV * ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) * მოტივაციის წერილი […]

ეკატერინე გეგუჩაძის პერსონალური გამოფენა

24 აპრილი, 2025 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, ეკატერინე გეგუჩაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრებში გამოყენებულია სხვადასხვა მასალა და ტექნიკა – თექა, აბრეშუმი, აბრეშმის ქაღალდი და სხვა

ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის – არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ დენიელ შტოკჰამერის ვიზიტი სამხატვრო აკადემიაში

ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის – არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანის, RIBA აკრედიტაციის ბორდის წევრის, შენობა-ნაგებობების მემკვიდრეობის ექსპერტის, პროფესორ დენიელ შტოკჰამერის ვიზიტი სამხატვრო აკადემიაში. 2025 წლის 22 აპრილს, სტუმარი შეხვდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორს, ვიცე-რექტორს და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლებს. 23 აპრილს – საპრეზენტაციო მოხსენება სტუდენტებისთვის.

ერასმუს მობილობის კონკურსი: ლინცი, ავსტრია – ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – თსსა ხელოვნების ისტორიის მიმართულების სტუდენტებისთვის (3 ადგილი), 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი – ავსტრიის, ლინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში Catholic Private University Linz! გთხოვთ რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: · CV · ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) · მოტივაციის წერილი . […]

ფრანგული ენის შემსწავლელი კვირეული მონპელიეში

თსსა ერასმუს პარტნიორი, მონპელიეს PAUL VALERY უნივერსიტეტი, მსურველებს იწვევს ფრანგული ენის შემსწავლელ კვირეულზე ა.წ. 16-20 ივნისს, გთხოვთ იხილოთ დეტალები: French Language Learning Staff Week will take place from June 16th to 20th, 2025, at Université Paul-Valéry Montpellier. This is a great opportunity to: Improve your French (beginner and intermediate levels). Explore the South of France […]

ერსმუს+ კონკურსი – თურქეთის კასტამონუს უნივერსიტეტი

ცხადდება აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი ერასმუს მობილობისთვის თსსა დიზაინის ფაკულტეტის ერასმუს პარტნიორ – თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტში, საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. ა.წ. 6-10 ოქტომბერს. ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: აკადემიურ პერსონალს, როგორც სასწავლო მობილობა და ადმინისტრაციულ პერსონალს, როგორც ტრენინგ მობილობა. აპლიკანტის შეჩევა ხდება კასტამონუს უნივერსიტეტის მიერ. აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებული. გთხოვთ იხილოთ […]

სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი- რესტავრაცია – ესპანეთი

ცხადდება სტუდენტთა  ერასმუს  INTERNSHIP (პრაქტიკა) მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა რესტავრაციის მიმართულების, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის – 1 ადგილი, 2025/2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში, ესპანეთში, თსსა ახალი პარტნიორი CARTES კონსორციუმის წევრ ინსტიტუტში (იხ. დანართი). მობილობის ხანგრძლივობა – 3 თვემდე. მნიშვნელოვანია: კონსორციუმთან თანამშრომლობის განსხვავებული ფორმატიდან  გამომდინარე, მობილობის რეგულაციები შემდეგია: თსსა აკადემიის მიერ ნომინირებული სტუდენტის სააპლიკაციო დოკუმენტების კონსორციუმში გადაგზავნის შემდეგ, […]