ანაზღაურება 1120 ლარი;
სამუშაო განრიგი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციული მიმართულებით;
- უსდ-ს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება.
- სამეცნიერო გამოცდილება (კონფერენციები, კვლევები, პუბლიკაციები და სხვ)
- საორგანიზაციო საქამიანობის წარმართვისა და ღონისძიებების დაგეგმვის გამოცდილება;
- დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისურ ენაზე წერისა და მეტყველების ძალიან კარგი უნარები (B2 დონე).
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა.
საჭირო კომპეტენცია და უნარები
- განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული ძირითადი კანონებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა.
- საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო სტანდარტების ცოდნა
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მუშაობის გამოცდილება
- კეთილსინდისიერება, პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- მოსმენისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- მზაობა უწყვეტი პროფესიული განვითარებისადმი.
ძირითადი მოვალეობები
- მოქმედებს სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, თსს აკადემიისა და სამსახურის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით.
- ფაკულტეტებთან კოორდინირებულად მუშაობს სადოქტორო პროგრამების დოკუმენტაციაზე.
- ფაკულტეტებთან და სამსახურის უფროსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს სამეცნიერო-კვლევითი თვითშეფასების კითხვარების განახლებაზე, აკადემიური პერსონალის კვლევითი აქტივობის მონიტორინგზე და შედეგების მოპოვებაზე.
- ამზადებს აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის, აგრეთვე სტუდენტების კმაყოფილების კითხვარს, ატარებს გამოკითხვებს.
- უზრუნველყოფს თსსა ვებგვერდისთვის სამსახურში არსებული პროცესების შესახებ ინფორმაციის სისტემატიურ მომზადებას.
- ამზადებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ კვარტლურ ანგარიშს და წარუდგენს სამსახურის უფროსს.
- მონაწილებს სამსახურის მიერ ინიცირებულ პროექტებში.
- ინტერნაციონალიზაციის ნაწილში, ეხმარება სამსახურს საერთაშორისო კვლევითი ცენტრების საუკეთესო პრაქტიკების ანალიზში და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით მათ თსს აკადემიაში დანერგვაში.
- სამსახურის უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
დაინტერესებულმა პირებმა 8 მარტამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@art.edu.ge