უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ ტიხრული მინანქრის კურსს

კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტიხრული მინანქრის შესრულების ტექნოლოგიები, ჩამოუყალიბოს მასალაზე მუშაობის მხატვრული და პრაქტიკული უნარები: ესკიზის შერჩევა-შექმნა, ესკიზის მიხედვით ფორმისა და ტიხრების დამუშავება, დამზადება, ნამუშევრის მინანქრით შევსება და საბოლოო სახის მიცემა.
კურსის მანძილზე შესრულდება ორი ვერცხლის სამკაული და სპილენძზე მინანქრის ფერწერული პანო.
კურსის მოცულობა: 45 აკადემიური საათი;
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ ;
პარასკევი- 17:00 სთ;
შაბათი – 15:00 სთ;
მეცადინების ხანგრძლივობა: 3 აკადემიური საათი

მეცადინეობა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ფ.ლაპიაშვილის ჩიხი N1

კურსს გაუძღვება: ინგა გელაშვილი- მხატვარი, მოწვეული პედაგოგი;
კურსის ხელმძღვანელი: ანდრო გიორგაძე- თსს აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკის ასოცირებული პროფესორი;
ნათია ნიკოლაიშვილი- მხატვარი, ასისტენტ პროფესორი;

კურსის ღირებულება – 850 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
ტელეფონი: 595147727 თინათინ ბატიაშვილი

რეგისტრაცია