უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს, ქსოვის ტექნოლოგიები

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ კურსს, ქსოვის ტექნოლოგიები.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსმენელისთვის, ვისაც სურს, მოკლე დროში, საქსოვი ინსტრუმენტების (ყაისნაღი, ჩხირი) გამოყენებით, შეისწავლოს ქსოვის ტექნიკები და ტრიკოტაჟისაგან შექმნას ქალის კარდიგანი, პანჩო, ჟილეტი შლემი, ყაბალახი (ასორტიმენტის თავისუფალი არჩევანი).
კურსის მოცულობა: 24 აკადემიური საათი;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ:
პარასკევი – 18:00 – 20:30 სთ
შაბათი – 11:00 – 13:30
მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ.N47 – სამხატვრო აკადემია.
კურსს გაუძღვება – ეკა დარჩია, თსსა მოდის დიზაინის მოწვეული პედაგოგი;
კურსის ღირებულება – 450 ლარი;
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი;

გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

საკონტაქტო ინფორმაცია: Lifelonglearning@art.edu.ge
595147727 თინათინ ბატიაშვილი
თსსა უწყვეტი განათლების ცენტრი-LLL Center